სომხეთის ახალგაზრდული ნაკრები საკონტინენტოდ შერცხვა

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა გასვლაზე შვედეთში ითამაშა და 0:10 დამარცხდა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 3:0 მოიგეს, მეორე ნახევარში კი ჩვენს მეზობლებს 7 უპასუხო გოლი გაუტანეს და დიდი სირცხვილიც აჭამეს.

სომხეთის 21-წლამდელთა გუნდს აქამდე ყველაზე დიდი სხვაობით 0:6 წაეგო, ახლა კი ახალგაზრდა სომხებმა თამასა ასწიეს...

სიახლეები პოპულარული