ნეიმარის ჰეთ-თრიკით ბრაზილიამ პერუ დაამარცხა - "ნეიმ" მიზანში პელე ამოიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა გასვლაზე პერუს აჯობა და სატურნირო ცხრილს არგენტინასთან ერთად ჩაუდგა სათავეში.

ანგარიში პერუელმა კარილიომ ულამაზესი დარტყმით გახსნა, ნეიმარმა კი პენალტით უპასუხა. პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში წინ ისევ მასპინძლები გავიდნენ, ამჯერად თავი ტაპიამ გამოიჩინა. ამის შემდეგ კი მხოლოდ ბრაზილიელებს გაჰქონდათ. ანგარიში რიშარლისონმა გაათანაბრა. 83-ე წუთზე ნეიმარმა მეორე პენალტით ბრაზილია წინ გაიყვანა, ხოლო 90+4-ე წუთზე ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ნეიმ "სელესაოს" რიგებში 64-ე გოლი გაიტანა და ყველა დროის
საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზე გადავიდა. წინ მხოლოდ პელეა 77 ზუსტი დარტყმით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული