ლუის ენრიკემ სეზონის საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ სეზონის საუკეთესო ტრანსფერი მერსისაიდულმა "ლივერპულმა" ტიაგო ალკანტარას სახით განახორციელა.

როგორც მოგეხსენებათ, ესპანელი ნახევარმცველი "ენფილდზე" მიუნხენის "ბაიერნიდან" გადაბარგდა.

"ტიაგო ფენომენალური მოთამაშეა. მას საუცხოო უნარები აქვს და როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში უნაკლოდ ასპარეზობს. ვფიქრობ, "ლივერპულის" შესაძლებლობებმა მისი დამატების შემდეგ ძალიან დიდი მასშტაბები შეიძინა.

ამ მომენტისთვის, იურგენ კლოპს სამყაროში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. ტიაგოს სახით კი "ლივერპულმა" სეზონის გამორჩეული ტრანსფერი გაჩარხა" - განაცხადა ენრიკემ.

altლუის ენრიკემ "ფურია როხაში" უძლიერეს შემადგენლობას უხმო

მკითხველის კომენტარები / 1 /
100 %!
emigranti
04:32 15-10-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული