რონალდოს და: კორონავირუსი სიცრუეა - კრიშტიანო ღმერთის მიერაა მოვლენილი

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოს დამ, კატია ავეირომ "ინსტაგრამზე" თავისი ძმის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ დაწერა:

"თუ კრიშტიანო სამყაროს გამოსაფხიზლებლადაა მოწოდებული, უნდა ვთქვა, ეს პორტუგალიელი ჩვენთვის მართლაც ღმერთის მიერაა მოვლენილი. მადლობა!

დღეს ათასობით ადამიანი, რომელთაც ასე სჯეროდათ ამ პანდემიისა, ტესტებისა და უსაფრთხოების ზომებისა, ყველა ჩემსავით მიხვდება. ეს ყველაზე დიდი სიცრუეა, რომელიც ცხოვრებაში მინახავს. დღეს ერთი ფრაზა წავიკითხე და ტაშის დასაკრავად წამოვდექი. "საკმარისია მთელი სამყაროს გასულელება". ხალხო, თვალები გაახილეთ".

რონალდოს კორონავირუსი 13 ოქტომბერს დაუდგინდა, წინა დღეს კი პორტუგალიის ნაკრებში პარტნიორებთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.

რონალდოს გამოჯანმრთელება "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა უსურვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უბრალოდ დიდ სიყვარულს გამოხატავს თავისი ძმაუნას მიმართ.საერთოდ პორტუგალიელები გამორჩეული ხალხია ევროპაში და ქართველებივით ოჯახის დიდი მოყვარულები არიან.
თემო პორტუგალიიდან
16 ოქტომბერი 2020 09:25
0
ვერ მივხვდი რა უნდა;დ ხო დაუდგინდა და რატო უკრავს ტაშს ვინც ამბობს გვასულელებენო?
test
14 ოქტომბერი 2020 20:44
4
დაუდგინდა იმას არ ნიშნავს რომ ვირუსი აქვს და კვდება ან არსებობს. ადამიანი ამბობს ეს დიდი აფიორაა და ვის რას დაუდგენენ და დააჯერებენ რომ ავადაა ამაშია საქმე. ამას რა უნდა კი არაა მთავარი? არამედ რეალურად რას ამბობს
ვან ბასტენ
14 ოქტომბერი 2020 22:52
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული