რონალდოს და: კორონავირუსი სიცრუეა - კრიშტიანო ღმერთის მიერაა მოვლენილი

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოს დამ, კატია ავეირომ "ინსტაგრამზე" თავისი ძმის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ დაწერა:

"თუ კრიშტიანო სამყაროს გამოსაფხიზლებლადაა მოწოდებული, უნდა ვთქვა, ეს პორტუგალიელი ჩვენთვის მართლაც ღმერთის მიერაა მოვლენილი. მადლობა!

დღეს ათასობით ადამიანი, რომელთაც ასე სჯეროდათ ამ პანდემიისა, ტესტებისა და უსაფრთხოების ზომებისა, ყველა ჩემსავით მიხვდება. ეს ყველაზე დიდი სიცრუეა, რომელიც ცხოვრებაში მინახავს. დღეს ერთი ფრაზა წავიკითხე და ტაშის დასაკრავად წამოვდექი. "საკმარისია მთელი სამყაროს გასულელება". ხალხო, თვალები გაახილეთ".

რონალდოს კორონავირუსი 13 ოქტომბერს დაუდგინდა, წინა დღეს კი პორტუგალიის ნაკრებში პარტნიორებთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.

რონალდოს გამოჯანმრთელება "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა უსურვა.

ასევე დაგაინტერესებთ