"ოქროს ბიჭები" - 7 ახალგაზრდა ვარსკვლავი და 1 ტიტული

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ასეთი ტიტული "ოქროს ბიჭი", რომელიც გადაეცემა ევროპის ტოპ-ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს, რომელთა ასაკი 21 წელს არ აღემატება. 

გასულ წელს ეს ჯილდო "ატლეტიკო მადრიდის" შემტევმა ჟოაო ფელიშმა მიიღო. 

წლევანდელი ნომინანტებიდან საუკეთესო შვიდეული ასეთია:

7. ვინიციუს ჯუნიორი - "რეალი"

ვინიციუს ჯუნიორმა 2020 წელს საკმაოდ პროდუქტიულად დაიწყო. ბრაზილიელმა საწყის 2 მატჩში გაიტანა, ხოლო "რეალ ვალიადოლიდთან" ცვლილებაზე შემოსულმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. 

6. მეისონ გრინვუდი - "მანჩესტერ იუნაიტედი"

ამ წელს მეისონმა ყველა ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა და "წითელი ეშმაკების" სასტარტო შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი.

2020 წელს გრინვუდმა ინგლისის ნაკრების მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა,
სადაც ინგლისელებმა ისლანდია 1:0 დაამარცხეს. 

5. ფილ ფოდენი - "მანჩესტერ სიტი" 

მისი მთავარი მომენტი "ლივერპულის" წინააღმდეგ გოლი და საგოლე გადაცემა გახლდათ. 

ფილმა სექტემბერში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ინგლისის ნაკრებში.

ახალგაზრდამ "მანჩესტერ სიტის" გახსნით სამ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

4. ანსუ ფატი - "ბარსელონა" 

17 წლის ესპანელი, რომელიც ამ სეზონში გოლების მანქანად იქცა.

2020-21 წლების ლა ლიგის სეზონში ანსუმ "ვილიარელსა" და "სელტა დე ვიგოს" გაუტანა. 

ასევე ჩაატარა სადებიუტო მატჩი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში.

3. ალფონსო დევისი - მიუნხენის "ბაიერნი"

ალფონსო 19 წლისაა და ის უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. 

2020 წელს კანადელმა 4 ტიტული მოიგო და მომავალი ლეგენდარული კარიერა შესანიშნავად დაიწყო.

2. ერლინგ ჰოლანდი - "დორტმუნდი"

გოლების მანქანა ნორვეგიიდან, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 

მაღალი და სწრაფი შემტევი, რომლისთვისაც გოლი მარტივი მისიაა.

1. ჯეიდონ სანჩო - "დორტმუნდი" 

გასულ სეზონში სანჩოს ჟოაო ფელიშმა აჯობა და მიიღო "ოქროს ბიჭის" ჯილდო, წელს კი ალბათ მთავარი ფავორიტია.

ინგლისელმა 2020 წელს "პადებორნის" წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავის სასწაულ საგოლე გადაცემის ალღოს გოლებიც დაუმატა.

ინგლისელს "მანჩესტერ იუნაიტედი" ეპატიჟება თავისთან და სთავაზობს ახალ გამოწვევებს.

altსანჩოს მომავალი გაირკვა - დატოვებს თუ არა ინგლისელი "დორტმუნდს"?

მკითხველის კომენტარები / 5 /
kvaracxelias vusurveb momaval wels sataveshi edges am sias. mtavaria ar dashavdes da ganagrdzos zrda. zafxulshi rubini veghar sheinarchunebs xvichas. arc xvichastvisaa naadrevi wasvla kargi. zafxulshi sadme dortmundis msgavs gundshi gadasvla daxatavda. mtavaria iset gundshi gadavides rom skamze ar ijdes.
xvicha
16 ოქტომბერი 2020 19:21
0
სანჩო რატომაა ფავორიტი, როცა ჰალანდმა და დეივისმა სასწაული სეზონი ჩაატარეს, განსაკუთრებით ფონზიმ. ფავორიტები ეს ორი უკანასკნელი უნდა იყოს და ამათგან აირჩეს საუკეთესო
ჰანს დიტერ ფლიკი
16 ოქტომბერი 2020 18:00
1
ამათ შვიდივეს ჩვენმა კვარაცხელია თუ არ აჯობებს და ეხლაც ჯობნის კიდე და რავი აბა მოდი ვნახოთ მომავალში რა იქნება,ვინ ირჩევს ამ საუკეთესოებს და რა კრიტერიუმით ეს ვერ გამიგია
ბეღურა
16 ოქტომბერი 2020 17:47
2
ტოპ 5 ჩემპიონატში რო თამაშობდეს ამ სიაში აუცილებლად იქნებოდა
ნაცი
16 ოქტომბერი 2020 19:35
0
გრინვუდს რითი ჯობია ანსუ ფატი?გავლილი სეზონით მითუმეტეს.ახლა ბარსელონას კულეები არ გამომიხტეთ.ბავშვმა ათრია მკვდარი გუნდი ბრუნოსთან ერთად
აბგდ
16 ოქტომბერი 2020 17:43
2

სიახლეები პოპულარული