[PREVIEW] დღის მთავარი მატჩები

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი ცოცხლდება.  გთავაზობთ დღის ცენტრალური თამაშების წინასწარ მიმოხილვას.

"ლივერპული" - "ევერტონი"

Sportall.Ge


მერსისაიდული დერბი, უმაღლეს მწვერვალზე ასული "ევერტონი" და შურისძიებისთვის მებრძოლი "ლივერპული". 

ორივე მერსისაიდულმა გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო, წითლებმა 4 მატჩიდან 3 მოიგეს, ხოლო ლურჯებმა - 4/4. 

"ლივერპული" წინა მატჩში განადგურდა "ასტონ ვილასთან" 2:7 და დღეს სახელის აღდგენისთვის იბრძოლებს, ხოლო  კარლოს შეგირდები ჩვეული, დასახული მიზანს გაჰყვებიან. 

გუნდები ამ მატჩს დანაკლისით ხვდებიან.

"ევერტონი" - იერი მინა, ლუკა დინი, ხოლო "ლივერპულს" - ალისონი, ნაბი კეიტა და ოქსლეიდ ჩემბერლინი. 

ამ
დროისთვის "ევერტონი" 1 ადგილზეა, ხოლო "ლივერპული" - 5-ზე.

მატჩი 15:30 საათზე დაიწყება.


"მანჩესტერ სიტი" - "არსენალი"


Sportall.Ge

ორი გრანდის დიდებული ჯახი. "მანჩესტერ სიტიმ" სეზონი ცუდიად დაიწყო, განსხვავებით "არსენალისგან", რომელმაც 3/4 მატჩში იმარჯვა.

არსენალი შესანიშნავ, ლაღ ფეხბურთს თამაშობს და ნელ-ნელა უბრუნდება თავის დიდებას, ხოლო ქალაქელებზე ისედაც ყველაფერი ვიცით. 

ლონდონელებს დღეს კიერან ტირნი დააკლდებათ, ხოლო "მანჩესტერ სიტის" დანაკლისი გაცილებით დიდია - საჰიმ სტერლინგი, აგუერო, გაბრიელ ჟესუსი და ზინჩენკო. 

მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

"ნაპოლი - ატალანტა"

Sportall.Ge

ორი სუპერშემტევი გუნდი დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდება.

"ბერგამოს ატალანტამ“ სეზონი კარგად დაიწყო და 3/3 გამარჯვება აქვს და "მილანთან“ ერთად პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო "ნეაპოლიტანელებს“ ერთი ტექნიკური მარცხი და  -1 ქულა, მას შემდეგ, რაც ისინი ტურინში არ გაფრინდნენ.

"ნაპოლს“ დასაკარგი ქულები აღარ აქვს და შეეცდებიან დღეს საკუთარ კედლებში გაიმარჯვონ.

"ნაპოლის“ მხრიდან დღეს მატჩს ზიელინსკი,ინსინიე და ელმასი გამოტოვებენ, ხოლო "ატლანტადან“ - კარნასეჩი და კალდარა.

მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.


"ინტერი" - "მილანი"

Sportall.Ge

დერბი "დელა მადონინა" და წარსულის ნოსტალგია.

"მილანი" შესანიშნავ ფორმაშია, სტარტზე 3/3 გამარჯვება, ხოლო "ინტერს" 2 გამარჯვება და 1 ფრე "ლაციოსთან". 

ორივე გუნდი საკადრო პრობლემებით ხვდებიან დღევანდელ მატჩს, განსაკუთრებით "ინტერი". 

"ნერაძურის" დღეს გამოაკლდებიან - სენსი, გაგლიარდინი, ნაინგოლანი, შკრინიარი, ვეჩინო, ეშლი იანგი და შესაძლოა ალექსის სანჩესმაც ვერ ითამაშოს.

"როსონერის" - მატეო გაბია და ანტე რებიჩი. 

"მილანის" გულშემატკივრების სასიახრულოდ, შვედმა სუპერვარსკვლავმა კოვიდი დაამარცხა და დღეს შესაძლოა "ჯუზეპე მეაცაზე" ვიხილოთ. 

მატჩი  20:00 საათზე დაიწყება. 


"ჰოფენჰაიმი" - "დორტმუნდი"

Sportall.Ge

ორი სუპერშემტევი გერმანული გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდება. 

ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს და 5-6 ადგილს ინაწილებენ. 

მასპინძლებს ბიკასიჩი, ხოლო "დორტმუნდს" - აკანჯი, ტორგან აზარი, შულცი დააკლდებათ. 

"დორტმუნდის" "ოქროს ბიჭები" აჯობებენ თუ "ჰოფენჰაიმის" შემტევები ეს დღეს გაირკვევა. 

შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება.


"არმინია" - "ბაიერნი"


Sportall.Ge

"ბაიერნი" დღეს "ბუნდესლიგაში" ახლად აღზევებულ "არმინია ბიელეფილდს" ესტუმრება.

"რეკორდმაისტერს 2/3 მოგება აქვს და ამჟამად 4 ადგილს იკავებს, ხოლო "არმინიას" 1 მოგება და ერთი ფრე და 4 ქულით 10 ადგილზეა.
"ბაიერნს" დღეს მათი ახალწვეული ლეროი სანე გამოაკლდება, ხოლო "არმინიას" კენდრიკ ბრუნერი.

მატჩი  20:30 საათზე დაიწყება.

მადრიდის "რეალი" - კადისი"

Sportall.Ge

დღეს მადრიდის რეალი" "კადისს" უმასპინძლებს.

მადრიდელებს 4 თამაშში 10 ქულა აქვს და 1 ადგილს იკავებს, ხოლო "კადისს"- 7ქულა და 9 ადგილზე იმყოფებიან.

ზიდანს დღეს - კარვახალი, აზარი, ოდრიოზოლა, მილიტაო და მარიანო დიაზი დააკლდება.

ხოლო "კადისს" - ლუისმი კუეზადა.

შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება.

"ხეტაფე" - "ბარსელონა"

Sportall.Ge

"ხეტაფეს" დღეს კატალონიური გრანდი, "ბარსელონა" ესტუმრება.

მასპინძლებს 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვთ და მეშვიდე ადგილს იკავებენ, ხოლო სტუმრებს 3 თამაშში აქვთ 7 და 5 ადგილზე იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ "ხეტაფეს"დღეს არცერთი ფეხბურთელი არ აკლია.

რაც შეეხება "ბარსელონას", მათ - ტერ შტეგენი, უმტიტი ალბა, ფირპო და შესაძლოა პიანიჩიც დააკლდეთ.

თამაში 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული