მსოფლიოს ყველა დროის 6 საუკეთესო ფეხბურთელი - ხაბიბის არჩევანი

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონმა და ერთ-ერთმა საუკეთესო MMA მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" ლაივ-ჩართვისას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

"ვინ არიან ყველა დროის საუკეთესოები? პელეს არდასახელება არ შეიძლება; ასევე - მარადონა, მესი, რონალდო, "კიჭა", ზიდანი... ბევრი დიდი ფეხბურთელი იყო, თუმცა მე ამ 6-ს დავასახელებ.

ფიგუ? ისიც ერთ-ერთი საუკეთესოა", - თქვა ხაბიბმა.

შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში, მებრძოლთა კუნძულზე 32 წლის ხაბიბ ნურმაგომედოვი ჯასტინ გეიჯის შეხვდება და ტიტულის დაცვას შეეცდება.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

50px; width: 50px;" />რონალდო: ინშალაჰ, ჩემი ძმა ხაბიბი გეიჯის დაამარცხებს

altხაბიბ ნურმაგომედოვი: " 5 მილიარდი დოლარიც რომ შემომთავაზონ, კონორს მაინც არ შევებრძოლები"

altნურმაგომედოვს კარგი საფეხბურთო გემოვნება ჰქონია - ხაბიბმა საუკეთესო მატჩი დაასახელა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ნაკრებში და კლუბებში შეტანილი წარმატებისა და შეტანილი წვლილისათვის 1.პელე 2.მარადონა 3.რონალდუ 4.კიჭა 5.ზიდანი 6.მესი
ასე მგონია.
21 ოქტომბერი 2020 13:54
0
კიჭა თუ ფენომენოა საერთოდ რა შუაშია? მსოფლიო ჩემპიონატი 2002 რომ გამოვაკლოთ მის კარიერას, თითქმის არანაირი ტიტული არ აქვს მოგებული. რონალდინიოს თუ გულისხმობს, მაშინ სხვა საქმეა.
სულ2
27 ოქტომბერი 2020 22:08
0
კრუიფი,ბეკენბაუერი ?
???
20 ოქტომბერი 2020 20:25
0
რას ერჩი არაა ცუდი მაგრამ მე მაინც მგონია რომ რონალდოზე უფრო ნიჭიერი რონალდინიო იყო და დისციპლინა რომ დაეცვა ყველა დროის ხუთეულშიც შევიდოდა
გუჯი
20 ოქტომბერი 2020 20:03
1
რადგან ზიდანის თემა წარმოიშვა კროიფთან შედარებაში აბა ჰოლანდიას ყავდა თუ ყავდა სუპერვარსკვლავები 74-ში სადაც ასევე სუპერვარსკვლავებიან გერმანიასთან დამარცხდა.მაგრამ მიმაჩნია ამ ექვსეულს აუცილებლად კროიფი და ჯადოქარი რონალდინიოც უნდა დაემატოს რომელმაც ხასიათის გამო გაფანტა ნიჭი.
ზიდანი დიდია თანაც მაგარი კაცი
20 ოქტომბერი 2020 18:49
0
გარინჩას რატომ არ ამბობთ?ან ეუსებიოს?
aleko
20 ოქტომბერი 2020 19:26
3
ზიდანი ის ფეხბურთელია, ვისაც შეუძლია მუნდიალის მარტო მოგება, ასე რომ, ზიდანი მესამეა ამ სიაში პელესა და მარადონას შემდეგ, ვისაც ეჭვი გეპარებათ, უყურეთ 2006ის საფრანგეთის თამაშს ჯერ ესპანეთთან, მერე ბრაზილიასთან! ფინალისაც იგებდა მეორედ, მაგრამ ღირსება არჩია მეორე ოქროს!
საღოლ ხაბიბ
20 ოქტომბერი 2020 14:30
5
ზიდანს ანრი,ტრეზეგე,ბლანი ტურამი ყავდა გვერდით.გაიხსენეთ პარაგვაისთან ბლანმა გაიტანა ოქროს გოლი იტალიასთან უგოლო ფრე ხორვატიასთან ტურამმა გაიტანა და ფინალში მოწამლულ ბრაზილიასთან გაიტანა მარტო 2 გოლი.აი მარადონამ 86 წელში მართლა მარტო მოიგო მუნდიალი
aleko
20 ოქტომბერი 2020 19:58
0
მართლა შეუძლია ზიდანს მუნდიალის მარტოს მოგება თუ შენი სურვილია ეგ, აბა დაფიქრდი.

იქნებ შეგვახსენო რომელი მუნდიალი მოიგო მარტომ, 98 წელს? სუპერ შემადგნელობა ხომ არ გაგახსენოთ საფრანგეთის. ჩამოწერა მეზარება, ვიკიპედიაზე შეიხედე და ნახავ რა შემადგენლობა ჰყავდა საფრანგეთს. მერვედფინალი პარაგვაისთან და მეოთხედფინალი იტალიასთან ზიდანის გარეშე გაიარეს, ზიდანს წითელი ჰქონდა. ნახევარფინალში ტიურამმა გაიტანა ორჯერ, ხოლო ფინალში ნამდვილად გაიბრწყინა ზიდანმა და ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ეგ არ ნიშნავს მუნდიალის მარტო მოგებას. მარტო მუნდიალი ერთადერთმა კაცმა მოიგო ისტორიაში, მარადონამ. თვითონ იყო გუნდში ტოპკლასის ფეხბურთელი და მცველი დანიელე პასარელა. დანარჩენები საშუალო ან საშუალოზე უკეთსები იყვნენ. პელესაც კი არ მოუგია მარტოს მსოფლიო, იმასაც სუპერ ვარსკვლავები ჰყავდა გვერდით.

ასე რომ რასაც შენ წერ, ეგ შენი სურვილია და ფაქტები მაგას არ ამყარებს. ევრო 2000 მოიგო კიდევ ზიდანთან ერთად საფრანგეთმა და იქ კიდევ უფრო მაგარი სასტავი ჰყავდა საფრანგეთს. ანრი და ანელკა დაფრინავდნენ წინ.
აჭარბებ
20 ოქტომბერი 2020 16:23
2
ისე, რა გაგვიხურეთ საქმე ამ ხაბიბით? რაში გვაინტერესებს ან მაგის, ან კადიროვის აზრი ფეხბურთზე ან წყალქვეშა მოგზაურობაზე? ერთი ხიო პუტინის მონაა ბოლო-ბოლო რა!!!
ქაიხოსრო
20 ოქტომბერი 2020 13:42
8
ზიდანით გააფუჭა. თუმცა არ იყო ცუდი ფეხბურთელი ასეულს უნდა იმსახურებდეს ალბათ. ნუ ევროპელი გულშემატკივრის გადმოსახედიდან მაინც.
SL
20 ოქტომბერი 2020 12:32
24
ხუთეულში გეთანხმები. ზიდანი ცოტა ზედმეტია მაგ სასტავთან. ზიდანამდე კრუფი უფრო ახლოს არის მაგათ დონესთან. კიჭა რონალდოს სამწუხაროდ ტრამვებმა არ მისცეს საშუალება ბოლომდე ეჩვენებინა პელეს დონის რომ იყო, თორემ პირველ ტრამვამდე ძალიან აღემატებოდა თავის თანამედროვეებს ყველას. სულ სხვა ფეხბურთს თამაშობდა. მახსოვს სამხრეთ ამერიკის ნაკრები და ევროპის ნაკრები შეხვდა ერთმანეთს საჩვენებელ მატჩში. რონალდო ერთი თავით აღემატებოდა ზიდანსაც და ყველა სხვა ევროპელ ვარსკვლავს. მაგის გალა შოუდ იქცა ეგ თამაში.
ხუთეული დაგეტოვა
20 ოქტომბერი 2020 11:47
9
https://www.youtube.com/watch?v=ewIINIXbk0w

აი ეს თამაში ვისაც არ ახსოვს და არც ჯერა თუ კლასში სხვაობა რამხელა იყო რონალდოსა და ზიდანს შორის, როცა რონალდო რონალდო იყო
zidane vs ronaldo
20 ოქტომბერი 2020 12:19
1
ვერაფერს იტყვი ესმის საგანი
!!!!!!
20 ოქტომბერი 2020 11:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული