ვლადიმირ ვაისი შეიძლება სლოვაკეთის ნაკრებში დაბრუნდეს

AutoSharing Option
სლოვაკური "სპორტის" ცნობით, მათი ქვეყნის ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის გამო მწვრთნელი პაველ ჰაპალი და მისი თანაშემწე ოტო ბუნეგრაფი სამსახურიდან დაითხოვეს. ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეროვნულ გუნდს დროებით ფეხბურთის ასოციაციის ტექნიკური დირექტორი სტეფან ტარკოვიჩი უხელმძღვანელებს, რომელიც ადრე ნაკრებში იან კოზაკის თანაშემწე იყო.

მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატი განიხილება, რომელთა შანსებს გამოცემა ასე აფასებს:

მარტინ შეველა (30%), სტეფან ტარკოვიჩი (20%), ალბერტ რუსნაკი (10%), პაველ ვრბა (10%) და ადიან ბოლი (5%). კანდიდატებს შორის სახელდება "ჯვაროსნების" ამჟამინდელი თავკაცის, ვლადიმირ ვაისის კანდიდატურაც.

ვლადიმირ ვაისი - 10%

"ეს უდავოდ საუკეთესო კანდიდატი
იქნება, რომელსაც ფეხბურთელებიც მიიღებენ. თუმცა მას რამდენიმე დაბრკოლება აქვს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს უდგას სათავეში, რომელიც ასევე იბრძვის ევროპირველობაზე გასასვლელად და ნოემბერში პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა წარუმატებლობაც რომ განიცადოს, ვაისის მოწვევა ადვილი მაინც არ იქნება.

ვაისს სლოვაკეთის ნაკრების მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ისტორიულ მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ შემდეგ გამოცდილმა მესაჭემ მუშაობა დაასრულა. მისი და სლოვაკეთის ფეხბურთის ასოციაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ურთიერთობა იდეალური არ არის და ყინულის გალღობა ადვილი არ იქნება", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩვენი ნაკრების ცუდი თამაში მარტო მწვრთნელის ბრალი არაა. პრობლემა უფრო ღრმადაა! ფულის მჭამელები, რომ არიან და ბიუჯეტის ფულებს ჯიბეში რომ იდებენ მანდაა პრობლემა. პროფესიული ლიგა სახელმწიფო დახარებას არ უნდა იღებდეს. ის 250 მილიონი მთლიანად უნდა ჩაისხას სტადიონებში, ბავშვთა ფეხბურთში და უცხოელი ბავშვთა მრწვრთნელების ჩამოყვანაში ქართველმა მწვრთნელებმა კი კვალიფიკაცია აიმაღლონ, ბავშვთა ფეხბურთში. ბავშვები კი იფასოდ უნდა ვარჯიშობდნენ, კაი კვება ვარჯიში დაფიზ აღზრდა უფასოდ!!!!! პროფესიულ ქართულ ჩემპიონატს კი ჯანდაბამდე ჰქონია გზააააააა! ეს ბავშვები გამოვიყვანოთ ისე რომ 17-18 წლის ასაკიდან ევროპის ქვეყნებში ჩავიყვანოთ.
ლევანი
21 ოქტომბერი 2020 11:17
2
ააყვავებს!
ლევანი
21 ოქტომბერი 2020 11:09
7
მართლა მიკვირს, ამდენ ბოღმიან კომენტარს, რომ ვხედავ, გეგონება რიგი გვიდგას კარგი სპეციალისტების ჩვენთან დასაქმების სურვილით.

კაცი თავის საქმეს ნორმალურად აკეთებს (ვარსკვლვავებს არ წყვეტს, მაგრამ გეგმა-მინიმუმს მიუყვება), ასე თუ ისე ყველას აძლევს შანსს (2-3 "საყვარელი" ფეხბურთელი, ყველა მწვრთნელს ყავს ხოლმე, რომელსაც შედარებით თანაბარ პირობებში, სხვა ოდნავ უკეთესს ფეხბურთელს ამჯობინებს). გუნდში ნორმალური გარემოა შექმნილი, არ იგრძნობა ის დაძაბულობა, რაც ყოველთვის არსებობდა ჩვენთან.

ბოღმით გაჟღენთილი კომენტარების ავტორები რას ითხოვთ? რომ თანაბარი დონის გუნდები, ყველა დიდი ანგარიშით გაიტანოს, ბობოლებთან არ წააგოს და ა.შ.?

სანახაობრივი ფეხბურთი გინდათ, ნორმალური თავდამსხმელის არარსებობის პირობებში?
მეც მინდა, რომ ლივერპულის ან ბაიერნის სტილი გვქონდეს, მაგრამ რეალობას გავუსწოროთ თვალები.
ელემენტარული უდანაკლისო შემადგენლობა არასდროს შეგროვებულა, საწყის ეტაპზე საწყის ეტაპზე ხან ანანიძე არ გვყავდა, ხან ოქრიაშვილი, ხან მჭედლიძე. (მაშინ ჯერ ჩაკვე და კვარა ჯერ ახლოსაც არ იყვნენ ნაკრებთან) მერე ჩაკვეტაძე გამოჩნდა და ისიც დაიმტვრა. ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების დიდი ნაწილი სკამს ხეხავს საკუთარ კლუბებში და თქვენ კიდე ამ შედეგით უკმაყოფილოები ხართ? ცოტა ჩამოდით დედამიწაზე და ადექვატურად შეხედეთ გარემოს.

თუნდაც ფედერაციას, რომ ლანძღავთ მუდამ. სწორ საქმეს აკეთებენ, ბაზებით იწყებენ, რაც შედეგს მოიმკის, როდესაც ნორმალურ ბაზებზე აღზრდილი ფეხბურთელები გაიზრდებიან და ტრავმებისკენ ეგეთი მიდრეკილება აღარ ექნებათ, როგორც ბეტონზე გადაკრულ საფარზე გაზრდილ თაობას.

მაგრამ სად შეგვიძლია წინ გახედვა, მარტო დღევანდელით, რომ ვცხოვრობთ და წარსულს მივსტირით...

Just Supporter
21 ოქტომბერი 2020 10:27
2
80 და 100 დისლაიქს რო დაუსბამს ვაისის წასვლას, ერთ იმ პიდერაციის ბოტის ტვინში ჩამახედა))) ან რას გიხდიან ამდენს, ან არ გეზარება ტყუილად რომ წვალობ?))))))
ბოტ-ს
21 ოქტომბერი 2020 08:52
8
ამ კაცის დამსახურებაა რომ ნაკრებმა დამარცხებულის მენტალიტეტი დასძლია და მზემ გამოანათა. ამ კაცმა ნაკრებს სტაბილურობა და ბრძოლა ასწავლა, სისტემები დანერგა. ეს კაცი ნაკრებს გაიყვანს ევროპის ჩემპიონატზე და თუ წავიდა, მერე გახდება სანატრელი ზოგიერთი ლაყაფი კრიტისკოსისა და ჩასაფრებული ვაიგულშემატკივარისათვის. ჩვენში ხომ დაუნახავი ბევრია, რომელსაც წარსულისა და აწმყოს შედარების უნარიც კი არ აქვს. დარწმუნებული ვარ ეს კაცი საქართველოს ნაკრებს ნანატრ საგზურს მოუტანს და მწვავედ გასაკრიტიკებელი და გიჟის საძახებელი კი არა, ახალი მონეტა იქნება მოსაჭრელი მაგის ბარელიეფით.
ანესთეზეოლოგი
21 ოქტომბერი 2020 08:17
4
ბოლომდე.რომ არ დავიღუპოთ და არ დავიქცეთ, იაშკა მაინც უნდა დარჩეს.
დ.დ.
21 ოქტომბერი 2020 03:42
16
უსაქმური ტოტალიზატორშიკები შეგროვდით და მოითხოვეთ ვაისის გაშვება. როგორც ფეხბურთის უკეთეს მცოდნეებისგან თქვენგან შევქმნათ მრჩეველთა საბჭო. თქვენ ისეთი მაგრები ხართ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე მოხვედრას კი არა 8 ფინალში გაყვანასაც მოახერხებთ და ვინ იცის იქნებ მოაგებინოთ კიდეც ჩემპიონატი.
mmm
21 ოქტომბერი 2020 02:48
18
ესე იგი ვაისისგან ითხოვთ რომ საერთოდ შემსრულებლის არ ყოფნის შემთხვევაშიც გაიყვანოს ევროპის ჩემპიონატზე? ნამეტანი ბავშვური მოთხოვნები გაქვთ. ერთი შემსრულებელი გაეჩითა ძლივს ჩაკვეტაძის სახით და მოვედით აქამდე.
mmm
22 ოქტომბერი 2020 00:03
0
მაგრად მაინტერესებს რა ქნა ვაისმა? მაგ გუნდებს ისედაც ვუგბდით ყველა დროს უბრალოდ ევროპაზე ვერ მოხვდებოდი მაგათთან მოგებით.
დიდი ბოდიში, მაგრამ ერტა ლიგის ჯგუფი ჩაკვეტაძემ მოიგო და არა ვაისმა.
me
21 ოქტომბერი 2020 10:27
6
წადი წადი გზებიც დამილოცნია!!:)
სანდრო
21 ოქტომბერი 2020 01:03
36
ვინც ვაისამდე იყო, იმათი წასვლაც გინდოდათ და ვინც მის შემდეგ იქნება, იმის გადაყენებასაც მოითხოვთ. თუმცა, ამას რა აზრი აქვს?
ტარიელი
20 ოქტომბერი 2020 23:18
3
ერთი წლის ხელფასს ქართველი გულშემატკივრები გადავუხდით ოღონდ წაიყვანეთ
კახა
20 ოქტომბერი 2020 22:56
59
თქვენ რამდენს იხდით? თანხას გამოდიხართ? საშემოსავლოს ჩათვლით თუ მის გარეშე, ესც დაგვიზუსეთ თუ შეიძლება
ოზუზი
21 ოქტომბერი 2020 07:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული