მიქაუტაძე გოლის ინტერვალით მხოლოდ ლევანდოვსკისა და კრამარიჩს ჩამორჩება

AutoSharing Option
19 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საოცარ სეზონს ატარებს. 

ბელგიის მეორე დივიზიონში მიქაუტაძეს 7 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი. 

გიორგი გოლს ყოველ 44 წუთში  იტანს, რაც შესანიშნავი შედეგია. მასზე წინ მხოლოდ "ბაიერნის" შემტევი რობერტ ლევანდოვსკი და "ჰოფენჰაიმის" ფორვარდი კრამარიჩი იმყოფებიან, რომლებიც გოლს ყოველ 43 წუთში იტანენ. 

Transfermarket-ის მიხედვით, მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 1.2 მილიონი ევროა.

წყარო - Transfermarket

altზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...

altსაქართველოს ნაკრებში უნდა ჩამოვიყვანოთ - მიქაუტაძემ კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
არაფერში გვჭირდება ეგ მიქაუტაძე რა წაიღეთ ტვინი ამ მიქაუტაძით შეარგეთ კაცს ცხოვრება და თამაში
ჯენგო
23 ოქტომბერი 2020 15:07
5
კვარა აღარაა აქტუალური?)) ეხლა მიქას ფლანგი აქტიურობს)))
gela
23 ოქტომბერი 2020 11:43
3
მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს... ქ-ნო სალომე!!! სასწრაფოდ, საჯაროდ შესთავაზეთ საქართველოს მოქალაქეობა და მიანიჭეთ ორმაგი მოქალაქეობა.
tngh
23 ოქტომბერი 2020 09:35
6
მშვენიერია, მაგრამ ობიექტურობისთვას უნდა ითქვას, რომ ლიგები სადაც ჩვენიანი და მისი ოპონენტები თამაშობენ ძალიან განსხვავდება. თანაც ასეთი მაჩვენებელი ლევანდოვსკისაც იმიტომ აქვს, რომ ბუნდესლიგაში ბაიერნს მეტოქე არ ჰყავს. ეს მაჩვენებელი მაშინ უფრო მისაქცევია მოთამაშე შედარებით თანაბარი დონის მეტოქეებით დაკომპლექტებულ ტურნირში აღწევს. წარმატებები ჩვენიანს!
ზვიადი
23 ოქტომბერი 2020 09:03
1
ყველაფერს მართალს ამბობ,მაგრამ გიორგის, აშკარად ყველა მონაცემი აქვს,რომ უფრო მაღალ დონეზეც არ დაიკარგოს.სწრაფი, ტექნიკური,ორივე ფეხით თამაშობს,თავითაც და ტვინითაც.გოლის ალღოც აქვს და საჭირო თავხედობაც.საფრანგეთის ნაკრებზე ვერაფერს ვიტყვი,იმ დონეზე ჯერ არ არის,მაგრამ საქართველოს ნაკრების ახლანდელი ცენტრთავდამსხმელების ფონზე,მისი დაყენებით საქართველოს ნაკრების სანახაობრიობაც და შედეგიანობაც,ნახტომისებურად გაიზრდება.მის გაკეთება დარჩენილ სამ თამაშშიც შეუძლია და თუ გავითვალისწინებთ,რომ ჯგუფურ ტურნირზე,მაკედონიას ჩვენზე 2 გოლით მეტი აქვს გატანილი და ჯგუფში გასამარჯვებლად,ეს სხვაობა გვაქვს აღმოსაფხვრელი,მისი გადმოყვანა ამ თამაშებისათვის,სავარაუდოდ გადამწყვეტი აღმოჩნდება.მთავარია მოინდომოს.
სოსო
23 ოქტომბერი 2020 11:21
0

სიახლეები პოპულარული