"რა? სად? როდის?"-ში მოედნის შესახებ საინტერესო შეკითხვა დაისვა - მოაზროვნეებმა ვერ გამოიცნეს [PHOTO]

AutoSharing Option
რუსულ ინტელექტუალურ გადაცემა "რა? სად? როდის?-ში" ტულის რაიონის სოფლის წარმომადგენელმა საფეხბურთო მინდვრის შესახებ დასვა შეკითხვა, რომელიც მოაზროვნეებმა ვერ გამოიცნეს.

სოფლის სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა მოთამაშეებს უჩვენა საფეხბურთო მოედანზე მოჭრილი ბალახი და შეკითხვაც დასვა:

"მე სოფლის ფეხბურთის მოედანზე ვიმყოფები. მოჭრილ ბალახს მთლიანად არ გადავყრით, არამედ სპეციალურად დავალაგებთ და რამდენიმე დღით დავტოვებთ. მითხარი, რა მიზნით ვიქცევით ასე?"

Sportall.Ge

მოაზროვნეებს რამდენიმე ვერსია ჰქონდათ:
  • ამ ფორმით იხაზება მინდორი
  • ასე თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირება უფრო ადვილია
  • გველები და სხვადასხვა მწერები რომ წავიდნენ
მოპასუხე მოთამაშემ მეორე ვარიანტი აარჩია, რაც მართალი არ გამოდგა. სწორი
პასუხი კი ეს გახლდათ:

"მოჭრილი ბალახის მასა ახალ ბალახს ამოსვლაში უშლის ხელს, ამის წყალობით მოედანი იხაზება და მინდორზე ზოლები ჩნდება."

Sportall.Ge

პროფესიონალურ ფეხბურთში, მართლაც, გაზონის ზოლები მსაჯებს ოფსაიდის დაფიქსირებაში ეხმარება, თუმცა ეს მოქმედების პირველადი მიზანი არ გახლავთ.

მომზადებულია gol-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული