voetbalnieuws: ჰალუცინაციურ მიქაუტაძეს ტოპ 5-ის გუნდები იწვევენ

AutoSharing Option
"სერენის" 19 წლის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის თაობაზე ბელგიურმა voetbalnieuws-მა წერილი გამოაქვეყნა:

"1В დივიზიონის აბსოლუტური სენსაცია უდავოდ გიორგი მიქაუტაძეა. მისი დამსახურებაა, რომ "სერენი" სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.

მიქაუტაძემ ამ სეზონში 14 გოლი გაიტანა, სამჯერ ჰეთ-თრიკი შეასრულა. გიორგის შედეგიანობა ჰალუცინაციურია და მისი სამსახურით უკანასკნელ კვირებში ბელგიის, საფრანგეთისა და ინგლისის უმაღლესი დივიზიონის კლუბები დაინტერესდნენ. 

მიქაუტაძე "მეცის" საკუთრებაა, კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვევენ, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს, აცდუნოს".

ცნობისათვის, Transfermarket-ის მიხედვით, მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 1.2 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ფრანგების ახალგაზრდებში რთული იქნება თავის დამკვიდრება . ჩვენთან გადმოსვლით ქვეყნის სიყვარულიც გაუღრმავდება და უფრო დაფასებულიც იქნება. თუ ივარგა ყოველთვის იპოვის ტოპ კლასის გუნდს და იქაც წარმატებული იქნება. კარგი ბიჭია და წარმატებებს ვუსურვებ
ზურა
19:53 26-10-2020
1
მეგობარო, შენ გაქვს შანსი პატარა, მაგრამ დიდი ქვეყნის ხალხს შეაყვარო თავი. ნუ გაიმეორებ აკაკი გოგიას შეცდომას, რომელმაც ქართველობა გერმანიის ნაკრებში თამაშის პერსპექტივაში გაცვალა. პერსპექტივა პერსპექტივად დარჩა, საქართველო კი აღარასდროს იქნება მისი სახლი
გიორგის
01:17 27-10-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული