ჩაკვეტაძის გარეშე "გენტი" ტორუპის "გენკთანაც" დამარცხდა

AutoSharing Option
ვერ მიდის ამ სეზონში "გენტის" საქმეები კარგად - ჯონათან დავიდმა გუნდი დატოვა, რომან იარემჩუკი არ გაუშვეს და ძველებურად ვერ (თუ არ) თამაშობს, გიორგი ჩაკვეტაძე კი ტრავმირებულია.

"გენტმა" ყველა ტურნირზე მიჯრით მესამე მარცხი იწვნია - ამჯერად ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე "გენკთან" 1:2 დამარცხდა, რომელსაც სექტემბერში გადაყენებული იეს ტორუპი ჩაუდგა სათავეში.

"გენტი" 9 ქულით მე-13 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს გასვლაზე "ვაასლანდ-ბევერენს" შეხვდება, ხოლო იქამდე, 29 ოქტომბერს, ევროპა ლიგის მეორე ტურში ჰოფენჰაიმს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ შეიძლება რომ დაუკავშირდეთ გიოს? 2 კვიარა დარჩა თამაშამდე და არ ვიცით ნაკრების ლიდერი რა მდგომარეობაშია. არამგონია უარი გითხრათ პასუხზე)))
lasha_r9
27 ოქტომბერი 2020 15:44
0
რა უნდა დაუკავშირდენ, კარგი რამე რომ იყოს ისედაც გავიგებდით ეჰ.
jjj
27 ოქტომბერი 2020 21:51
0
გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ! ფინალი მის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია... საინტერესოა, მკურნალობის პარალელურად ტრავმის გამომწვევ მიზეზსაც აშეორებენ თუ მხოლოდ შედეგს მკურნალობენ? ვიდრე ტრავმის გამომწვევ მიზეზს არ მოაშორებენ მხოლოდ მცირე დროით გაჯანსაღებას მიიღებენ, რადგან მიზეზი იგივე ტრავმას გამოიწვევს... ეს თვითონაც კარგად იციან... ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ 12 ნოემბერს გიორგი საუკეთესო ფორმაში იქნება.
მენტალური მომზადების ცენტრი
27 ოქტომბერი 2020 11:30
0
ყველას ეგ გვინდა რომ საუკეთესო ფორმაში იყოს და ფინალი ითამაშოს,მაგრამ როგორ იქნება საიკეთესო ფორმაში 12 ნოემბრამდე სულ 15 დღეა დარჩენილი:((((( არადა ამ ფინალის მოგება ჩაკვეს და კვარას შეუძლიათ მჯერა და იმედი მაქვს როგორც მთელ
საქართველოს!!!
გიგა
27 ოქტომბერი 2020 16:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული