ზლატანი - " თქვენ არ ხართ ზლატანი, ნუ დაუპირისპირდებით მას..."

AutoSharing Option
"მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც კორონავირუსი სულ ახლახან დაამარცხა, ამ თემატიკასთან დაკავშირებით გულშემატკივრებს მიმართა. 

"ვირუსმა გამომიწვია. მე გავიმარჯვე, მაგრამ თქვენ არ ხართ ზლატანი, საჭირო არ არის ვირუსის გამოწვევა.

იფიქრეთ თქვენს თავზე და დაიცავით წესები. დაიცავით სოციალური დისტანცია და ატარეთ პირბადეები. ჩვენ ასე გავიმარჯვებთ" -აცხადებს შვედი ფეხბურთელი თავის "ინსტაგრამგვერდზე". 

წყარო - sport.ru

alt“მილანის” 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა


მკითხველის კომენტარები / 4 /
უმაგრესი ფეხბურთელია და უმაგრესი კაცი. ფოიერვერკია ფეხბურთის.
Status quo
30 ოქტომბერი 2020 11:33
0
მესის უამრავი ზღაპრული გოლი მინახავს და იმდენია, რომ გამორჩევა მიჭირს და გახსენებაც. ამ გიჟის გოლები კი გუშინდელივით მახსოვს.
emigranti
30 ოქტომბერი 2020 01:26
0
აქ საუხერხულო არაფერია.ჯერ ერთი, ზლატანიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში,ერთერთი საკვანძო ვარსკვლავია და მესი რონალდოს ფანტასტიკური მეტოქეობა რომ არა,რამდენჯერმე გახდებოდა საუკეთესო.მეორე კი ის არის,რომ პოსტის ავტორი ზლატანის ძალიან ორიგინალურ მანერას და ამ მანერით გატანილ გოლებს უსვამს ხაზს.ეს ერთი მისხალითაც კი არ ამცირებს არც მესის,არც რონალდოს და არც სხვა რომელიმე ვარსკვლავს.იმ მალაიზიელმა ერთი გაიტანა და ეს შემთხვევითობა იყო,ზლატანისათვის კი,ასეთი ორიგინალური გოლები,საფირმო ნიშანია და არავის უკვირს.უფრო პირიქით,მისგან სწორედ ასეთ გოლებს ველით
სოსო
30 ოქტომბერი 2020 12:19
0
მიუხედავად ზლატანის პიტივისცემისა,უხერხულია მათი შედარება ერთმანეთთან.მე მალაიზიელი ფეხბურთელის ლამის ცენტრის კიდიდან დარტყმული ცხრიანში გატანილი გოლიც არ დამავიწყდება,მაგრამ რა მაგით...
:-)
30 ოქტომბერი 2020 05:01
6

სიახლეები პოპულარული