"რეალი" "იუვენტუსის" ვარსკვლავს უმიზნებს

AutoSharing Option
AS.com-ის ცნობით, ზიდანს "თეთრების" რიგებში "იუვენტუსის" ახალგაზრდა ვარსკვლავის, პაულო დიბალას, ხილვა სურს.

ფრანგი სპეციალისტი ტრანსფერში ისკოსა და ვინიციუსის ჩართვას გეგმავს.

არგერტინელ შემტევს "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ აქ განსახილველი ერთი ფაქტია: პაულოს არ ეძლევა ის სათამაშო დრო, რაც მისი დონის ფეხბურთელს შეეფერება. თავის მხრივ, ზიდანი მას, როგორც "რეალის" ლიდერს, ისე მოიაზრებს.

ამას ემატება ის ფაქტი, რომ ბრაზილიელ შემტევს, ვინიციუსს, როგორც ჩანს, გუნდში პრობლემები აქვს, რაც "გლადბახთან" შეხვედრისას კამერამ გამოააშკარავა.

შეგახსენებთ, არგენტინელით "მანჩესტერ იუნაიტედიც" დაინტერესებულია.

-da-mendi-257347.jpg" border="0" alt="alt" title=""რეალი" "იუვენტუსის" ვარსკვლავს უმიზნებს" style="height: 50px; width: 50px;" />"აღარ მისცე მას პასი..." - კარიმ ბენზემა [VIDEO]

alt"რეალს" დიბალას შეძენა უნდა - შედგება მეგატრანსფერი?