სლუცკი: ალბათ, უნდა მოეკლათ - ხვიჩას გუნდელი მოედანზე უგონოდ, მოწყვეტით დაეცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინი" რუსეთის თასის 1/16-ფინალში გასვლაზე, "სკა ხაბაროვსკს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა, თუმცა შეხვედრაში მარცხზე უფრო მნიშვნელოვანი მარკო იევტიჩის ტრავმა აღმოჩნდა.

თამაშის პირველ ნახევარში შვეიცარიელ იევტიჩს მასპინძელთა თავდამსხმელმა იდაყვი პირდაპირ სახეში ჩაარტყა. ფეხბურთელი ძირს დაეცა, ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს, მალე ფეხზეც წამოდგა, თუმცა უცებ გონება დაკარგა და მინდორზე მოწყვეტით დაეცა...

ნახევარმცველს ცხვირი აქვს გატეხილი და მძიმე ტვინის შერყევაც მიიღო. ჯარიმის გამო კი, "სკას" ფეხბურთელმა მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩის შემდეგ ყაზანელთა დამრიგებელმა ლეონიდ სლუცკიმ აღშფოთება ვერ დამალა:

"მსაჯის აზრით,
ფეხბურთელი ალბათ უნდა მოკვდეს, მეტოქეს წითელი ბარათი რომ უჩვენოს. იდაყვი სახეში ჩაარტყა, ცხვირი გაუტეხა, ადამიანმა გონება დაკარგა და გავიმეორებ, უნდა მომკვდარიყო იევტიჩი..."

აღნიშნულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობა არ მიუღია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
უდიდესი პატივისცემა ჩემგან სლუცკის, ამ მჩეხავებთან რომ არ ათამაშა კვარაცხელია!! ეს იოვტიჩი გადარჩა სხვებს კი სისხლები ადინეს!!
zaza
17:00 04-11-2020
0
საინტერესოა რა კრიტერიუმით არჩევთ კომენტარებს
დავითი
18:17 04-11-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული