უმაღლეს დონეზე მხოლოდ 5 წელი ითამაშა, თუმცა მსოფლიოს დაპყრობა მოასწრო!

AutoSharing Option
ფეხბურთი იმედის თამაშია. ჩვენ ჩვენი საყვარელი გუნდის თამაშს ბრმა ოპტიმიზმითა და რწმენით ვუყურებთ. მათ შესაძლოა გაგვაღიზიანონ; მეტიც, აგვაფეთქონ. ამის შემდეგ მთელი კვირა ვფიქრობთ, რომ ამ მასკარადს აღარ ვუყურებთ, მაგრამ ეს ერთი დიდი ნარკოტიკია, რომელსაც ერთხელ თუ გაუგე გემო, ვეღარასდროს შეეშვები.

ახლაც ჩვენ ყოველ კვირას იმედით ველოდებით, იმედითა და რწმენით. ფეხბურთი გვაკონტროლებს. ჩვენი მოთმინების ლიმიტი იმაზე ხშირად იწურება, ვიდრე ჩვენ გვინდა. და რატომ ვითმენთ? ალბათ, იმიტომ, რომ ერთხელ ვნახეთ, თუ რაოდენ კარგია ის და სხვა გზა აღარ გვაქვს.

ჩვენი გმირების გვერდით
ვნახეთ, მივაღწიეთ და შევეხეთ სიმაღლეებს; გამოვცადეთ მილიონობით მომენტი ისე, რომ აღარასდროს დაგვავიწყდება. ვისწავლეთ კარგი დროის პატივისცემა და ცუდის იმედით შეხედვა.

ფეხბურთი ოცნების თამაშია, კოშმარითა და რეალობით გარშემორტყმული. მარკო ვან ბასტენი ყველაზე მაღალ სიმაღლეზე მდგომი ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც იმედებს ყველაზე მეტად ამართლებდა. 80 და 90-იანი წლების ყველაზე დიდი ტალანტი, რომლის კარიერაც დაწყევლილი კოჭის გამო 31 წლის ასაკში შეწყდა.

ამას ემატება ის, რომ "მილანის" ვარსკვლავი კარიერის დასრულებამდე "როსონერის" სახელით მოედანზე ვერ გავიდა. ფეხბურთიდან წასვლამდე ის ცდილობდა დაბრუნებას და თავისი დიდებული მომენტების კიდევ ერთხელ გამეორებას.

სამწუხაროდ, ვან ბასტენი მოედანზე არასდროს დაბრუნებულა და ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ მწარე შეგრძნება, "რა შეიძლებოდა ყოფილიყო". ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი, როგორც ფეხბურთის გულშემატკივრის გამოცდილება და ვიყოთ მადლიერები იმ შეხედულებებისთვის, რაც ამ გენიალურმა შემტევმა ჩამოგვიყალიბა.



ჯადოქრის პირველი გაბრწყინება მის სამშობლოში შედგა, სადაც "აიაქსის" მაისურით დანარჩენი ჰოლანდიური გუნდები გაანადგურა. ვან ბასტენმა, ჰოლანდიურ გიგანტებთან ერთად, ლიგის 3 ტიტული მოიგო, გაიტანა 128 გოლი 133 შეხვედრაში და რეკორდიც დაამყარა.

ის შეტევაში თავს კომფორტულად გრძნობდა. 1.88 მეტრის შემტევი, რომელიც ფიზიკური მონაცემებით და ტექნიკით დომინირებდა. ფეხებში ნამდვილად მაგია ჰქონდა. ის დაჯილდოებული იყო დიდებულებითა და ოსტატობით. მას შეეძლო, რაც სურდა, ის გაეკეთებინა. ამ ყველაფერმა კი მას უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა დააწყებინა.

ჰოლანდიელმა თავისი დიდებულება 1986 წელს, "დენ ბოსხის" კარში გატანილი მაკრატელა დარტყმით დაამტკიცა.


საკმარისი იყო იტალიური გრანდის, "მილანის", დარწმუნება, რომ ის სერია A-ში 1987 წელს აღმოჩნდა. ეს იყო ისტორია, რომელიც მათ სამუდამოდ შეცვლიდათ და ასეც აღმოჩნდა. იგი მყისიერად მოერგო გუნდსაც და ლიგასაც. მისთვის იტალიური ფეხბურთი უცხო იყო, მაგრამ ვან ბასტენისთვის შეუძლებელი არაფერი გახლდათ. სამწუხაროდ, კოჭის პრობლემა სწორედ აქ გამოჩნდა.

ძლიერი მოთამაშის შესაჩერებლად ძლიერი დაბრკოლებებია საჭირო. ვან ბასტენი 1988/89 წლებში იტალიის საუკეთესო ლიგაში დაფრინავდა, 33 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და დაეხმარა "მილანს", რათა ევროპის უმაღლეს საფეხურზე ასულიყო. მათ იმ წელს ევროპის თასი მოიგეს. ჰოლანდიელმა ფინალში, "სტიაუას" წინააღმდეგ 2-ჯერ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 4:0 გახლდათ.

მას ჰქონდა შესაძლებლობა, მეტოქისთვის ზიანი ჰაერიდან, მიწიდან, ახლო თუ შორი დისტანციიდან მიეყენებინა, რაც მას შეუჩერებელს ხდიდა. მას გოლის გატანა ნებისმიერი წერტილიდან შეეძლო და სწორედ ეს მას სრულყოფილ თავდამსხმელად აყალიბებდა.


ვან ბასტენის შესანიშნავი გამოსვლები ჰოლანდიასა და "მილანში" ორი "ოქროს ბურთით" (1988 და 1989) შეფასდა. ის მეტოქეს შეუდარებელი გენიით უტევდა.

1989/90 წლებში ჰოლანდიელმა 26 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მან ეს 7-ით ნაკლებ მატჩში მოახერხა. თანამემამულე რაიკაარდთან და გულიტთან ერთად, ვან ბასტენმა იტალიურ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა. მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბენფიკა" დაამარცხეს, ანგარიშით 1:0 და "მილანს" კიდევ ერთი ტიტული შემატეს. ევროპამ ჰოლანდიელების სტილი ყველაზე სანახაობრივად აღიარა.

ამის მთავარი მიზეზი ვან ბასტენი გახლდათ. ის "როსონერის" ევროპული ფეხბურთის დომინირებაში დაეხმარა. 1992 წლის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა და "კაპოკანონიერის" ჯილდოც მოიპოვა. მან 31 მატჩში 25-ჯერ შეარხია ბადე.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, ბედნიერი ზღაპარი აქ მთავრდება. ვან ბასტენის კარიერაში თავს ისევ ტერფის ტრავმა იჩენს, რის გამოც 1992/93 წლების სეზონში რამდენიმე მატჩის ჩატარების შესაძლებლობა მისცა. შემდეგ კი, ჰოლანდიელმა ჯადოქარმა 1993-95 წლებში მოედანზე გასვლა ვეღარ შეძლო.

წყეული 24 თვის გასვლის შემდეგ ის ცდილობდა დაბრუნებას. მან კოჭზე 3 ოპერაცია ჩაიტარა, მაგრამ ვეღარ შეძლო იქ დაბრუნება, სადაც რეალურად უნდა ყოფილიყო. ეს ადგილი მხოლოდ მას, ლეგენდარულ ვან ბასტენს ეკუთვნოდა.

"მილანის" ლეგენდამ "როსონერის" გულშემატკივრებს დაუსრულებელი ოცნება მისცა, მაშინ, როდესაც ყველანაირი იმედი გაქრა. მან გამძლეობა გამოავლინა, ცდილობდა გაღიმებას, მაგრამ დასასრული ნაადრევად მოვიდა. ის ავიდა მწვერვალზე, მაგრამ დიდხანს ვერ გაჩერდა.

მომზადებულია 90min-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 19 /
აიაქსში თამაშს უმაღლეს დონედ არ თვლით? ეგ ის პერიოდია ჰოლანდიის ჩემპიონატი ინგლისისას რომ სჯობდა და პსვ და აიქსი ჩემიონთა თასს იგებდა და ინგლისურ გუნდებს დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

5 წელი აიაქსში იყო სულ ძირითადში. მეექსვე სეზონი შუაში გადავიდა მილანში და მერე იქ ითამაშა კიდევ 5-6 წელი
მხოლოდ ხუთი?
26 ივნისი 2022 00:07
1
ჩემი აზრით ისტორიაში ყველაზე მაგარი (ნამდვილი) 9 ნი იყო.
sake
25 ივნისი 2022 23:48
0
ვან ბასტენის დიდი პლაკატი მქონდა სახლში გაკრული
gio
27 ოქტომბერი 2021 12:30
2
დაუვიწყარი დრო იყო,მილანს--გულიტი,ვან ბასტენი,რიიკარდი
ინტერს--მატეუსი,ბრემე,კლინსმანი
დანარჩენ იტალიურ გუნდებში გაფანტული საკმაოდ დიდი დონის ვარსკვლავები-ბაჯო,ძოლა,ვიალი,ბატისტუტა.
მახო
30 იანვარი 2021 19:45
1
31 წლამდე რომ ეთამაშნა,რაღა უჭირდა ან ვან ბასტენს,ან მის გულშემატკივრებს, 28 წლისაც არ იყო მგონი, ლამის რომ დაინვალიდდა
აკაკი
31 დეკემბერი 2020 19:38
0
ზუსტად 28 წლის უკან 1993 წლის 26 მაისს...ჩემპიონთა თასის ფინალში..მარსელთან..მიღებული ტრამვის შემდეგ აღარ უთამაშია..29 წლისაც არ იყო მაშინ...არა და ფეხბურთელისათვის ყველაზე საუკეთესო შედეგები ამ ასაკიდან უნდა ეჩვენებინა..ყველაზე ელეგანტური თავდამსხმელი..საოცარი გოლის ალღოთი..დარტყმების სიზუსტით...და რაღაც წამორუდგენლად აკრობატულად გატანილი გოლები....დიეგო მარადონას ხშირად აღუნიშნავს რომ მისი მსგავსი ცენტრალური თავმდასმხმელი მას არ შეხვედრია და დიდი სიამოვნებით ითამაშებდა ამ ფენომენალური ფეხბურთელის გვერდით..
ბუჯანგა
26 მაისი 2021 20:04
0
ალბათ ისტორიაში ყველაზე მაგარი ცხრიანი, დიდებული თაობის გენიალური ვ ა ნ ბ ა ს ტ ე ნ ი.
sake
30 დეკემბერი 2020 18:59
2
სრულყოფილი 9 ნომერი, ყველა პოზიციიდან, ფეხით, ნახტომში თავით თუ მაკრატელათი შეეძლო გოლის გატანა, უდიადესი ფეხბურთელი იყო, ცენტრფორვარდებში რაც მე მინახავს ამაზე წინ მხოლოდ კიჭა ფენომენს თუ დავაყენებ
llcl
30 დეკემბერი 2020 14:39
2
მართლაც დიდი ფორვარდი იყო, მაგრამ მწვრთნელობა რატომ არ გააგრძელა არ მესმის მშვენიერ ფეხბურთს ათამაშებდა ჰოლანდიის ნაკრებს, რაუქნა გვახსოვს ევროპაზე იტალიას და საფრანგეთს, მერე მართალია რუსეთთან მეოთხედფინალში გუნდი გადაეწვა და ჩაფლავდნენ, მაგრამ კარიერის სტარტზე ვის არ ქონია თუნდაც ერთი ჩავარდნა? მერე თითქოს მილანში ინიშნებოდა მარა არაფერი ამდენი წელია არსად სეიოზულად არ უმუშავია.
hhh
30 დეკემბერი 2020 14:28
1
ობიექტურად რომ შეფასდეს კრისტიანო რონალდოს სჯობდა?
alex
07 ნოემბერი 2020 11:03
25
ვფიქრობ რონალდუს და მესის ვერავინ შეედრება, ერთიც და მეორეც სხვებზე ერთი თავით მაღლა დგანან, 15წლის მანძილზე მუდმივად მწვერვალზე იდგე ეს რაღაც არაბუნებრივია, ერთადერთი ვინც შეიძლება ამათ დონეს მიუახლოვდეს ეს კილიან მბაპეა, სხვა ვერავინ
მამუკა
28 ოქტომბერი 2021 06:25
9
რეალურად ვერ შეადარებ,კრისტიანო 15 წელია თამაშობს და ამან 5 წელი ითამაშა და გააკეთაის რასაც ბევრი მთელი ცხოვრება ვერ აკეთებს.
l.g.
30 დეკემბერი 2020 15:11
1
ყველა გამოხმაურება
პირადად მე მასზე სრულყოილი ფორვარდი არ მინახავს.
პირველია
07 ნოემბერი 2020 01:09
0

სიახლეები პოპულარული