მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატზე მე-15 გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც 31 ოქტომბერს 20 წლისა გახდა, ბელგიაში კვლავ გამოიჩინა თავი.

1В დივიზიონის მე-9 ტურში მისი გუნდი საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 1:3 დამარცხდა "ლიერსთან". მასპინძელთაგან კი ერთადერთი გოლის ავტორი მიქაუტაძე იყო. მან ტურნირზე 15 გოლი გაიტანა, ბომბარდირია და მეორე ადგილზე მყოფ “უნიონის” ფორვარდ დანტე ვანზეირს 6 გოლით უსწრებს.

რაც შეეხება "სერენს", "ლიდერ "უნიონს" 2 ქულით ჩამორჩება და 22 ნოემბერს სტუმრად "ვესტერლოს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ამბავია ამხელა პაუზა?! ))
ვვვ
19:05 08-11-2020
0
გუშინ ერთმა ბატონმა აღნიშნა, ქართველობა ეროვნება კი არაა, არამედ სულის მდგომარეობააო, არავითარ შემთხვევაში არა გვაქვს სახვეწარი, რომ საქართველოს ღირსება დაიცვას, ამას შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს, იმედი მაქვს, რომ მისი მშობლები და თვითონაც გიორგი ასე ფიქრობს, ყველა შემთვევაში წარმატებები მას პირადად.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული