რონალდო "ზენიტში"? უკეთესი ფეხბურთელები გვყავს - ამბობს მსახიობი ბოიარსკი

AutoSharing Option
ცნობილი რუსი მსახიობი მიხაილ ბოიარსკი სანკტპეტერბურგელია, "ზენიტის" თავგადაკლული ფანია და თავდამსხმელ რონალდოს "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგებაზე Чемпионат-თან ისაუბრა:

"თუ რონალდო "იუვენტუსს" დატოვებს, ნებისმიერი გუნდი აიყვანს. რაც შეეხება "ზენიტს", თუ პიტერში აღმოჩნდება, ეს ფანტასტიკა იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, რომ 35 წლისაა. ჩვენს დროს 38 წლამდე თამაშობდნენ და არაფერ გასაკვირს ამაში ვერ ვხედავ. სხვა მხრივ, ჩვენს გუნდში ყველა რონალდოს დონის ფეხბურთელია. მისი ტრანსფერით აღფრთოვანებული ვერ დავრჩებოდი. ჩვენი ფეხბურთელები მასზე უკეთ თამაშობენ!

აი, რონალდომ თავად რომ დაურეკოს სემაკს და ჰკითხოს: "თქვენ ჩემი "ზენიტში" აყვანა
შეგიძლიათ?", სემაკი კი უპასუხებდა: "მე მოვიფიქრებ, გადმოგირეკავთ" - აი, ეს რეალური იქნებოდა. რა თქმა უნდა, ზღაპრული ვარიანტია, დაახლოებით იგივეა, 78 წლის პოლ მაკარტი რუსეთში რომ ჩამოვიდეს და ერთ-ერთ ჩვენს მუსიკალურ ჯგუფში დაიწყოს გამოსვლა. ძალიან ლამაზი ისტორიაა და მისი რეალობისა ნაკლებად მჯერა".

ცნობისათვის, რონალდოს სამსახურით პსჟ დაინტერესდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ბოიარსკის ეტყობა, თავისმა განუყრელმა შლიაპამ მოუჭირა მაგრად.
რეებ აბრახებს ეს დურაკი?
11 ნოემბერი 2020 09:25
0
რა ხართ ეს სოსოიასრუსები
ჯანსული
10 ნოემბერი 2020 23:32
3
უხ რა როჟები ხართ ეს რუსები რა
ჯანსული
10 ნოემბერი 2020 23:30
3
არა მეგობარო. მესამე ადგილზე ჰალკი გაიყვანა ))
ირაკლი
10 ნოემბერი 2020 23:00
0
ამის აზრით ალბათ მსოფლიოს ყველა დროის საკეთესო ფეხბურთელების სამეული ასეთია:
1. ანდრეი არშავინი
2. არტიომ ძიუბა
3. პელე
კიანუ
10 ნოემბერი 2020 22:27
0
ბოლომდე წაიკითხეთ! კაცი ხალისობს უბრალოდ.DDD


ძალიან ლამაზი ისტორიაა და მისი რეალობისა ნაკლებად მჯერა".
georgian
10 ნოემბერი 2020 23:17
1
ჯიგარი ხაე კარგი ხუმრობაა ;}
leoni
10 ნოემბერი 2020 22:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული