ნორვეგიის ნაკრებს ქვეყნის მთავრობა მსოფლიო თასზე გასვლის შანსს ართმევს

AutoSharing Option
ნორვეგიის ნაკრებს, რომელიც ერთა ლიგის B დვიზიონის პირველ ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძვის, რუმინეთში ჩასატარებელ მატჩზე ქვეყნის მთავრობა არ უშვებს, რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ ნაკრების ერთადერთ ფეხბურთელს, "გალათასარაის" მცველ ომარ ელაბდელაუის კორონავირუსი დაუდასტურდა.

ნორვეგიის თავრობა კორონავირუსის საკითხს ძალიან მკაცრად უდგება და ნაკრებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა, რამეთუ ინფიცირებულთან კონტაქტის მქონე ყველა ადამიანმა კარანტინში უნდა გადაინაცვლოს.

ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ტერე სენდსენმა, გუნდის კაპიტნებმა სპეციალური განცხადებებიც გააკეთეს.

"ჩვენ არ გვურს იმ საზოგადოებიდან ამოვიწეროთ, რომლის წევრებიც ვარ. ჩვენ კლასის ამაღლების შანსს ვკარგავთ და
უეფას ერთადერთი ასოციაცია ვიქნებით, რომელიც არ ჩაატარებს იმ მატჩს, რომელშივ ვალდებულია ითამაშოს,"- განაცხადა სენდსენმა.

ნაკრების კაპიტნებმა, მარტინ ედეგორმა და სტეფან იოჰანსენმა, ასევე ჯოშუა კინგმა კი ერთობილი ტექსტი გამოაქვეყნეს:

"მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფში გასასვლელ შანსს დავკარგავთ. ეს ორი მატჩი(რუმინეთსა და ავსტრიასთან) ჩვევნთვის უმნიშვნელოვანესია. კარანტინში ხომ 6 თვე გავატარეთ.

ბოლო დღეებში უეფას ეგიდით 43 მატჩი ჩატარდა. არცერთი მათგანი არ გადაუდიათ გუნდში ინფიცირების შემთხვევის გამო. დიდ ტურნირზე მოსახვედრად 4 წელი ვშრომობდით, ფიფას რეიტინგში 40 პოზიციით დავწინაურდით, ერთა ლიგის A დივიზიონში გადასვლის შანსი გვაქვს, სადაც ევროპის საუკეთესო გუნდებს შევხვდებით.

ასევე, გვაქვს შანსი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე კალათაში მოხვედრისა. თუ ავსტრიასა და რუმინეთთან ვერ ვითამაშეთ, ეს ჩვენს უახლოეს და მომავალ გეგმებსა და იმედებს დაამსხვრევს."

ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრომ კი, მკაცრი უარი განაცხადა, ასოციაცია კი, მისი პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერ წავა.

ერთა ლიგის რეგლამენტში არაფერი ნათქვამი მსგავს შემთხვევაზე. ფუნქციონერები მატჩის გადადებას ცდილობ, თუ ეს არ გამოვა, ნორვეგიას 0:3 წაგება ჩაეთვლება.

ამჟამად ნორვეგიელები 1-ელ ჯგუფში 4 ტურის შედეგ მეორე პოზიციაზე არიან და ავსტრიასთან ერთად 9-9 ქულა აქვთ. მესამეზე რუმინეთის 4 ქულით, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია 1 ქულით ბოლო ადგილს იაკვებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამათ რო აწყობილი აქვთ ცხოვრება, არ კიდიათ მსოფლიოს თასი...
სულ2
01:52 16-11-2020
1
ნეტა ნორვეგიის დონეზე გვაცხოვრა და როგორმე ვაპატიებდით.
1234
21:29 15-11-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული