გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრების კაპიტანობას ეჩვევა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა განაცხადა, რომ მოსკოვის "სპარტაკის" მცველი გიორგი ჯიქია თურქეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ რუსების კაპიტანი იქნება.

"მოლდოვასთან გამართულ მატჩში ჯიქია პასუხისმგებლობით მიუდგა მოვალეობებს და პირნათლად შეასრულა ისინი. გიორგი ხომ "სპარტაკსაც" კაპიტანობს და ფუქნციებიც იცის.

მოდლოვას წინააღმდეგ ნაკრებს პირველად უკაპიტნა, თუმცა მოვალეობებს გაუმკლავდა და გუნდს კარგად ხელმძღვანელობდა. სწორედ ამიტომ, კაპიტანი მომდევნო შეხვედრაშიც ის იქნება,"- თქვა ჩერჩესოვმა.

მოგეხსენებათ, ინტიმური სკანდალის გამო რუსეთის ნაკრების კაპიტანი არტიომ ძიუბა გუნდს ჩამოაშორეს... რაც შეეხება გიორგი ჯიქიას, რაც უნდა იყოს, გულდასაწყვეტია, როცა აფხაზეთიდან
ლტოლვილი ადამიანი იმ ქვეყნის ნაკრების კაპიტანი ხდება, რომლის "წყალობითაც" მის ოჯახს მშობლიური მიწიდან აბარგება მოუწია...

მომზადებულია sportbox-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
იმიტომ რომ ლეო ბოკერიას არასოდეს უთქვია მე ქართველი არა ვარ,მე მეგრელი ვარო... ისე სანამ რამეს დაწერ ცოტა ტვინი გაატოკე
ლ.გიო
12:46 16-11-2020
0
რატო არ გაღიზიანებთ ლეო ბოკერია ან შაკო ელიავა( ცნობილი ექიმები) ან კახა ცისკარიძე(ქორეოგრაფი), ზურა წერეთელი, სოსო პავლიაშვილი ან თამარ გვერწითელი, და კიფევ უამრავი წარმატებული ქართველი, რომლებიც სხვადასხვა დარგში მოღვაწეობენ. რა ქნან თაფლი წაისვან და ცოტნე გააკეთონ? ჩამოვიდნენ და ნაც-ქოცურ ბატალიებში ჩაერთონ?
საბა
09:56 16-11-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული