სომხეთის ნაკრებმა "დინამო არენაზე" გამარჯვება იზეიმა [PHOTO]

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრებმა პირველ ტურში სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2 წაგების შემდეგ 4 მატჩში 8 ქულა აიღო და საქართველოს ნაკრების თბილისში დამარცხების შედეგად მეორე ადგილზე გადავიდა.

18 ნოემბერს ხოაკინ კაპაროსის შეგირდები ნიქოზიაში ჩრდილომაკედონიელებს დაუპირისპირდებიან, გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავლენ და B ლიგაში აღზევდებიან. ფრე ხელს მათ მეტოქეს აძლევს.

საქართველოს ნაკრების ძლევის შემდეგ სომხებმა "დინამო არენის" გასახდელში გადაღებული ეს სურათი გამოაქვეყნეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წაგება საწყენია, მაგრამ მთლად ბოღმაც ნუ დაგვახრჩობს. მოიგეს პრინციპული თამაში და აბა პანაშვიდს ხომ არ გამოაცხადებდნენ
Irakliy
16 ნოემბერი 2020 13:13
0
მე არ მითქვამს პანაშვიდი გამოაცხადონ თქო. ომის ფონზე დახოცილი ჯარისკაცების ფონზე არაა ლამაზი ,თორემ დამსახურებულად მოიგეს და რაც უნდათ ის ქნან.
ზურა
16 ნოემბერი 2020 15:59
0
რას ზეიმობენ მაგრად მაინტერესებს. ჯობდა თავმდაბლობა და ვაჟკაცობა გამოეჩინათ. უფრო დააფასებდა ყველა. აქ საზეიმო არაფერი აქვთ. მე ასე მგონია ყოველი შემთხვევისთვის
ზურა
16 ნოემბერი 2020 12:42
13
ამათ ეგ როდის იყო ჰქონდათ?აწი ნახე ახლა ამათი ბუზისგან სპილოს შექმნა და ის რომ თურმე სულ გვიგებენ ფეხბურთში.სწორედ ამიტომ არ მინდოდა რომ მოეგოთ ამათ.
I
16 ნოემბერი 2020 15:00
3

სიახლეები პოპულარული