"თუ "სიტიში" თამაშობ, "ბარსელონაზე" არ უნდა იოცნებო..." - ზინჩენკოს ცოლი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" უკრაინელი ნახევარმცველის, ზინჩენკოს მეუღლემ ზოგადად ესპანეთში თამაშზე ისაუბრა.

"როდესაც "მანჩესტერ სიტიში" თამაშობ, "რეალსა" და "ბარსელონაზე" არ უნდა იოცნებო. მანჩესტერული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე, არცთუ ისე შორეულ წარსულში, "რეალს" უკვე შეხვდა და დაამარცხა კიდეც, ხოლო "ბარსელონა" დამაჯერებლად ვერ გამოიყურება" - ამბობს ფეხბურთელის მეუღლე Footballua.tv-ის ეთერში. 

როგორც ჩანს, ზინჩენკოს მეუღლე თვლის, რომ "ქალაქელები" ესპანურ გუნდებზე არაფრით ნაკლები არ არის.  

altნეიმარის სიყვარულმა ახალი ცხელ-ცხელი ფოტოები გაასაჯაროვა [PHOTO]