1973 წ. სსრკ-ს ნაკრები მუნდიალს მიღმა ფიფას ინგლისელმა ხელმძღვანელმა დატოვა, საბჭოელებმა არ ითამაშეს სტადიონზე, სადაც კონც. ბანაკი იყო [VIDEO]

AutoSharing Option
11 სექტემბერი 2001 წლამდეც მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი შავი ლაქის თარიღი იყო, 1973 წლის სწორედ 11 სექტემბერს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რასაც, მოგვიანებით, ნეოლიბერალური რევოლუცია მოჰყვა. ხელისფულებაში სამხედრო ხუნტა მოვიდა, რომელსაც აუგუსტო პინოჩეტი ხელმძღვანელობდა, ჩილეს პრეზიდენტმა სალვადორ ალიენდემ კი თავი მოიკლა...

ჩილეში დიქტატურის დამყარებისთანავე სანტიაგო ალყაში მოექცა, სისხლიღვრის შედეგად კი ათასობით ადამიანი დაიხოცა. ქალაქის ტერიტორიაზე პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთათვის რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკი შექიმნა, ერთერთი კი ქვეყნის მთავარ არენა - "ნასიონალზე" განლაგდა, ხალხი მინდორში ჰყავდათ დბმული, ჩვენებებს კი ტრიბუნებზე იწერდნენ.

1973
წლის 21 ნოემბერს კი ამ არენაზე 1974 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩი უნდა გამართულიყო - ჩილე სსრკ-ს გუნდს მასპინძლობდა. პირველი შეხვედრა 26 სექტემბერს, ლენინის სახელობის არენაზე, მოსკოვში ფრედ, 0:0 დასრულდა.

გასაგები მიზეზების გამო, სსრკ-ს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას მატჩის ადგილმდებარეობის გადატანის თხოვნით მიმართა. თუმცა ორგანიზაციის ინგლისელმა ხელმძღვანელმა სტენლი როზუმა განაცხადა, რომ ჩილეს მთავრობიდან უსაფრთოხების უზრუნველყოფის გარანტიები მიიღო და სანტიაგოდან მატჩის გადატანის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

არა და იმავე წელს, 2 თვით ადრე, სწორედ როუზი იყო მთავარი ინიციატორი ჩრდ. ირლანდიისა და ბულგარეთის მატჩის შეფილდში გადატანისა, რისი მიზეზიც ინგლისის მთავრობის წინააღმდეგ ბელფასტში მიმდინარე პროტესტი გახლდათ. როუზმა მიზანს მიაღწია და მატჩი შეფილდში გადაიტანეს.

სსრკ-ს ნაკრები კი ჩილეში არ გაფრინდა, ფიფამ საბჭოელებს ტექნიკური წაგება ჩაუთვალათ და მუნდიალზე ჩილეს ნაკრების გავიდა.

აბსურდულ სიტუაციაში სამხრეთამერიკელებმა წარმოდგენის გადგმა გადაწყვიტეს. 1973 წლის 21 ნოემბერს "ნასიონალის" სტადიონზე ჩილეს ნაკრების ფეხბურთელები გამოვიდნენ, მოედნის ცენტრში გაათამაშეს ბურთი, ნელ-ნელა მივიდნენ კარამდე და გუნდის კაპიტანმა ფრანცისკო ვალდესმა ბურთი ძელებს შორის შეაგორა.


მსაჯმა მაშინვე ხმამაღლა ჩასტვინა და ჩილეს გამარჯვება დააფიქსირა: 1:0. ეს კი მეორე შემთხვევა იყო, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრები მისი არსებობის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა.



მკითხველის კომენტარები / 21 /
პინოჩეტი დებილი იყო, არ უნდა მოეწყო გადატრიალება და იქნებოდა ეხლა ჩილე იგივე ვენესუელა "ბედნიერი სოციალიზმით"...
saba
21 ივნისი 2021 07:38
2
აფრიკული ანდაზაა: "თუ ნიანგმა ჩემი მტერი შეჭამა, ეს არ ნიშნავს, რომ ნიანგი ჩემი მეგობარია".
შეტევა
23 ნოემბერი 2020 19:06
2
ჩილეში იმ დროს "ხუნტა" ბობოქრობდა... ბევრად უფრო მეტად, ვინემ XX საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში საქართველოში. სტადიონზე სისხლის გუბეები იდგა. რამოდენიმე ათასი კაცი, დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
tngh
23 ნოემბერი 2020 16:27
2
აბა რა, ცრუ-ს დემოკრატიული რევოლუცია ვერ შეაფასა სსრკ-მ
muamar kadafi
23 ნოემბერი 2020 12:44
5
ვითომ რუსოფობები, ყველაზე დიდი რუსოფილები ხართ.

ერთი დღე არ შეგიძლიათ, რომ რუსეთი არ წამოიძახოთ, დაივიწყეთ რა როგორც უხსენებელი. მის გარეშე ვერ არსებობთ. ერთი პირდაპირ თქვით პინოჩეტი კარგი და ჯიგარი იყო? რუსეთის გამო პინოჩეტი მოგწონთ?

ეგ ავგუსტო იყო დემოკრატიის შუქურა თუ სინამდვილეში საკუთარი ხალხის მკვლელი? წახვალთ-წამოხვალთ და ისევ რუსესეთით ცხოვრობთ. პინოჩეტზე თქვით აბა რამე (რუსეთისგან დამოუკიდებლად).



რუსოფილებს
23 ნოემბერი 2020 12:35
7
საბჭოთა კავშირს,არასოდეს ჰყოლია იმაზე სუსტი ნაკრები,ვიდრე მაშინ,მაგრამ პინოჩეტმა,ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოახდინა.უამრავი ადამიანი მოკლეს,გადატრიალების დროს და შემდეგაც.ათასობით ადამიანი გააქრეს უგზო უკვლოდ,სწორედ იმ სტადიონზე ჰქონდათ გამართული, საკონცენტრაციო ბანაკი და უამრავი ადამიანი მოკლეს,ან აწამეს,უშუალოდ ამ სტადიონზეც.სტადიონი, მხოლოდ ამ მატჩისათვის დაცალეს ტყვეებისაგან და იქ უნდა ეთამაშათ?პინოჩეტი, თვითონ ჩილემ გაასამართლა და გაამტყუნა, სასამართლოს განაჩენით,მაგრამ ეს უკვე მრავალი წლის შემდეგ მოხდა.სხვათა შორის,სალვადორ ალიენდე,კანონიერი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად იყო არჩეული და კომუნისტი კი არა,სოციალისტი იყო.რაკი დარწმუნებული იყო,რომ მასაც აწამებდნენ,მთავრობის სახლს ხომ ტანკებიდან და თვითმფრინავებიდან ბომბავდნენ,ტყვედ ჩავარდნას,სიკვდილი არჩია.პინოჩეტის რეჟიმს კი,მთელი მსოფლიო,გორილების ხუნტას ეძახდა,ზღვარს გადასული სისასტიკის გამო.
სოსო
23 ნოემბერი 2020 12:26
3
"ხალხი მინდორში ჰყავდათ დბმული, ჩვენებს კი ტრიბუნებზე იწერდნენ." - ერთი გამაგებინეთ ამ ფრაზის შინაარსი, ვინ ჩვენებს იწერდნენ?
თენგო
23 ნოემბერი 2020 11:28
1
ჩვენებებს უნდა იყოს, რას ვერ მიხვდით, თქვენთან ბოდიში და თქვენს საყვარელ, ახლობელ ბანოვანებთანაც
ყლეებო
23 ნოემბერი 2020 15:31
2
Თვითონაც არ იცის, შენ რა გაგაგებინოს..., კოპიპეისთით აქვს გადმოტანილი სტატია თან ტრანსლეიტით ექნება ნათარგმნი.. Მის სახელ და გვარზე ნათესავების მოკითხვა რომ წერებოდა იმასაც გადმოიტანდა, თვითონ არა აქვს ნორმალურად სტატია გადაკითხული ორიგინალში დარწმუნებული ვარ! (..... ))))
გურია
23 ნოემბერი 2020 13:14
6
ყველა გამოხმაურება
Tavistavad rusebi martlebi iqnebodnen, egeni mtyuanebi arasdros arian. Sxvatashoris eg chiles prezidenti aliende magati caqezebit daetaka shtatebs da mere miatoves marto rogorc ician xolme. Gamotqmac arsebobs salvatore aliende, komunistebs ratom ende. Dro gadis, samyaro icvleba magram ruseti ara.
Milani
22 ნოემბერი 2020 21:43
11
Kaqi la))) jer erti, leqsi asea: ra gegona aliende, komunistebs ro miende. Garda magisa, ruseti ar icvleva da yvela danarcheni icvleba? Anu samotxea? Rusi tqma ginda? Pinicheti mogwons? Represiebi ar iyo? Amerikaa kargi? Amerika sheicvala? Rogorc mashin moiyvanes pinocheti, ase moyavt dfesac yvelgan kadafebi, xuseinebi, elcinebi, abu baqrebi, saakianebi, pashinianebi, zelenskebi da mere ishoreben
Gagi
23 ნოემბერი 2020 12:18
5
საბჭოთა ფედერაციას სანტიაგოს ტადიონი მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც პირველ თამაშში ვერ მოიგო და დაუმსახურებელი უპირატესობის მიღება მოინდომა. ცხადია, ფიფა ამას არ წამოეგო. თუ ჩილეში თამაში არ გინდოდათ, მოსკოვის თამაშამდე გეთქვათ და ნეიტრალურ მოედანზე გათამაშებდითო.
ანუ, სსრკ-ს ჩვეული სპორტულ-პოლიტიკური პროვოკაცია ვერ გავიდა და ფიფამ მათ თავის მოტყუების უფლება არ მისცა.
უშანგი
22 ნოემბერი 2020 21:01
27
სტატია სტენლი როუზის ვერაგობაზეა!
საბჭოთა ნაკრებს (ქართველებიც თამაშობდნენ) სხვა მოედანზე თამაშზე უარი არ უთქვამს.
ოღონ სსრკ-ს აგინოთ და პინოჩეტიც კარგია!
ტვინი მაგრად გამოგერეცხათ ბოლო 30 წელიწადში!
ასეა ეს ! ! !
23 ნოემბერი 2020 12:33
6
კიედვ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქართველებზე ტოლერანტი ერი, მსოფლიოში არ არსებობს. გახსოვთ იასონ კვირკველიას სიტყვები: მე ცარიელ კარში ბურთს არ დვარტყამო.
მალხაზ ჯობავა
22 ნოემბერი 2020 20:19
3

სიახლეები პოპულარული