უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის გასვლით მატჩზე შვეიცარიაში კი ჩავიდა, მაგრამ მის რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა და შეხვედრა ჩაიშალა. ამის გამო უეფამ უკრაინას ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა და ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილი გუნდი B ლიგაში დაქვეითდა.
უკრაინელები ამის გამო ლოზანის საერთაშორისო სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებენ ჩივილს, თუმცა საეჭვოა, ამან შედეგი გამოიღოს.