კავანის დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელ ფორვარდს შესაძლოა დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ. 

როგორც გავლენიანი ჟურნალ-გაზეთი აცხადებს, კავანი საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" ერთ-ერთი გულშემატკივრის მილოცვას გამოეხმაურა ამ სიტყვებით: "დიდი მადლობა, შავო", რაც, რა თქმა უნდა, რასისტული სიტყვებია. მოგვიანებით შემტევმა ეს კომენტარი წაშალა.

შეგახსენებთ, გუშინ "წითელმა ეშმაკებმა" "საუთჰემპტონი" 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი "მანჩესტერელებმა" 0:2 დათმეს, მაგრამ მეორე ტაიმში შეძლეს და თამაში შემოატრიალეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ედინსონ კავანი დასახელდა, რომელმაც 2 გოლს საგოლე გადაცემა დაუმატა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. 

მომზადებულია sport-ის მიხედვით

altკავანის სადებიუტო

გოლი - "მანჩესტერმა" "ევერტონი" დაამარცხა


მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მიკვირს იცით? ამ აფრიკელებს შეუძლიათ, ევროპას და იქ მოსახლეობას გადაუარონ, ყველანაირი მეთოდით (გერმანიის მაგალითიც კმარა) მაგრამ შენ თუ ხუმრობითაც რამე უთხარი,ოჰ ატყდება ერთი ვაი უშველებელი. ვერ გავიგე რატომ სარგებლობენ ასეთი პრივილეგიებიით? იმედია რასისზმში არ დამდებთ ბრალს.
ზურა
30 ნოემბერი 2020 16:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული