კავანის დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელ ფორვარდს შესაძლოა დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ. 

როგორც გავლენიანი ჟურნალ-გაზეთი აცხადებს, კავანი საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" ერთ-ერთი გულშემატკივრის მილოცვას გამოეხმაურა ამ სიტყვებით: "დიდი მადლობა, შავო", რაც, რა თქმა უნდა, რასისტული სიტყვებია. მოგვიანებით შემტევმა ეს კომენტარი წაშალა.

შეგახსენებთ, გუშინ "წითელმა ეშმაკებმა" "საუთჰემპტონი" 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი "მანჩესტერელებმა" 0:2 დათმეს, მაგრამ მეორე ტაიმში შეძლეს და თამაში შემოატრიალეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ედინსონ კავანი დასახელდა, რომელმაც 2 გოლს საგოლე გადაცემა დაუმატა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. 

მომზადებულია sport-ის მიხედვით

altკავანის სადებიუტო

გოლი - "მანჩესტერმა" "ევერტონი" დაამარცხა