ნოიერმა ესპანეთთან განადგურებაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა მანუელ ნოიერმა კომენტარი გააკეთა გერმანიის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც ბუნდესნაკრებს კვლავ იოახიმ ლიოვი უხელმძღვანელებს.

"ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლიოვის დატოვება სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ მისი ლიდერობით გარკვეული გზით მივდივართ და ბევრ სიახლეს ვცდით. ცხადია, სიტუაცია განსხვავდება იმისგან, რასაც ველოდით, თუმცა საკუთარ მოვალეობებს თავი უნდა გავართვათ.

ესპანეთთან სამარცხვინო შეხვედრა ჩავატარეთ, 0:6 წავაგეთ. იმედი მაქვს, მომავალ წელს უკეთესი გუნდი ვიქნებით, განსკუთრებით უკეთ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ.

მთელი გუნდი მომავალზეა ორიენტირებული, ფეხბურთელებიც მოტივირებული არიან. ვფიქრობ, ჩვენი
სამწვრთნელო შტაბიც მოტივირებულია,"- განაცხადა ნოიერმა ZDF-სთან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნოიერის ლიდერობით აღფრთოვანებული ხალხი დამენახეთ. ამ ლიდერი კაცის გუნდმა როგორ გაასხა 6-0 იქნებ ამიხსნათ:დ
გენო
07 დეკემბერი 2020 11:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული