"მისნაირის დაბადებას ხალხი 100 წელი უნდა ელოდოს" - ლევანდოვსკი

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრფორვარდმა რობერტ ლევანოვსკიმ კომენატარი "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესის შესახებ გააკეთა.

"მესი დიადი ფეხბურთელია, ამ სპორტის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო. მესმის, მისგან ყოველთვის ძალიან ბევრს ითხოვენ. შესაძლოა, რასაც მესიმ მიაღწია, იმას ვერც ვერავინ მიაღწიოს.

მისი მსგავსის დაბადებას ხალხი 100 წელი უნდა ელოდოს. თუმცა, რაც მესის აქამდე გაუკეთებია, იმის დამსახურებით ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ყოველთვის იქნება,"- განაცხადა ლევანდოვსკიმ.

მომზადებულია Ole-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ