უკრაინელ ექსფეხბურთელს ჯაშუშობის გამო 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

AutoSharing Option
ყოფილ ფეხბურთელს, უკრაინელ ვასილი ვასილიენკოს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ სამშობლოს სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვასილიენკო, რომელიც მთელი კარიერა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, სასჯელს რუსეთში, მკაცრი რეჟიმის საპატიმროში მოიხდის.

ვასილი 2019 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს და ბრალი საზღვარზე აკრძალული ნივთების გადატანაში დასდეს, ივლისში კი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ეფ-ეს-ბე) ბრალდება ჯაშუშობად გადააკეთა.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით