ვაისმა ნაოპერაციებ ფეხბურთელს არაყი დაალევინა და კინაღამ დაღუპა - რუსი მეკარე ძველ ამბავს იხსენებს

AutoSharing Option
"სპარტაკის" მეკარე არტიომ რებროვმა Sports.ru-სთან "სატურნში" გატარებული პერიოდი და გუნდის მაშინდელი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გაიხსენა, რომელიც შემდგომში (2015-20 წლებში) საქართველოს ნაკრებს ედგა სათავეში.

"სატურნში" მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო. მოდად საოპერაციოდ სლოვაკეთში წასვლა იქცა. მე მეკითხებიან: "მაშ, ვიკეთებთ ოპერაციას? იმისათვის, რათა ფეხბურთი ითამაშო, ორივე მუხლზე უნდა გაიკეთო. საერთოდ, შენთვის ჩვეულებრივი ცხოვრებისთვისაც უკეთესი იქნება ოპერაციის გაკეთება".

ორივე მუხლზე რატომ იყო გასაკეთებელი? მეორე მუხლზე ჯვარედინი მყესი მქონდა დაზიანებული, რადგან განზრახ ვუფრთხილდებოდი მოტეხილ ფეხს და ჯანმრთელ ფეხს ვტვირთავდი. ორივე მუხლზე ერთდროულად ოპერაციის გაკეთება კი
არ შეიძლება. ამიტომ, როგორ ხდება: მიფრინავ, ოპერაციას გაგიკეთებენ, ორი კვირა იქ იმყოფები, შემდეგ სამი თვე აღდგენას უნდა, მერე ისევ მიფრინავ, ისევ ოპერაცია, ისევ ორი კვირა რჩები და ბოლოს სრული აღდგენა.

როდესაც მეორეჯერ გავფრინდი, ვაისი ჩემთან იყო: მეუღლის გაკეთებული საჭმელი მოჰქონდა, სისტემატურად მნახულობდა, მასაჟებზე მატარებდა. მე მერიდებოდა, ვინაიდან მწვრთნელთან ახლო დამოკიდებულება არ მქონდა, ეს კი ევროპული მიდგომაა და კარგია, რომ თანდათან ჩვენთანაც შემოდის.

ეგაა, ამ დამოკიდებულებამ კინაღამ დამღუპა. როდესაც მეორე ოპერაციის შემდეგ გავფრინდი, აეროპორტში ვაისთან და მის კომპანიასთან ერთად სპივოვიცა (სლოვაკური არაყი) დავლიეთ. უარის თქმა უხერხული იყო, ისინი კი საქმეს სერიოზულად მიუდგნენ - ძალიან სერიოზულადაც კი. გაფრენის დრო მოვიდა და ვიგრძენი, რომ "ძალიან მაგრად" ვარ. ორიოდ ნაბიჯი გადავდგი, ფეხი დამიცურდა და სახიფათოდ წავიქეცი. ვიფიქრე, რომ ჯვარედინი მყესი კიდევ ერთხელ გამიწყდა. თუმცა, გადავრჩი. ეს ჩემთვისაც და ყველასთვის მომავალში გაკვეთილი უნდა იყოს - როდესაც აღდგენითი პროცესი გაქვს, რეჟიმი ორმაგად უნდა დაიცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწიოს ან კარიერა საერთოდ დაასრულო".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს რომ წავიდა ეხლა ირკვევა ნელ ნელა მისი საგმირო საქმეები, რა ნაკრებში მოსაყვანი კაცი ეგ იყო
ალეკო
13:22 11-12-2020
5
დაალევინა რა ძალით ჩაასხა პირში?!!!...
ის ნაოპერაციები რუსი მეკარეც კაი ლოთი ყოფილა!!!
buba
12:00 11-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული