მესი და რონალდო საუკეთესო სამეულში მოხვედრას არ იმსახურებენ - ბერბატოვი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა დიმიტარ ბერბატოვმა ფიფას The Best-ის ჯილდოს პრეტენდენტების შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

"გაოცებული ვარ იმ ფაქტით, რომ მესი და რონალდო ფინალისტებს შორის მოხვდნენ. არ მიმაჩნია, რომ მათ იქ ყოფნა დაიმსახურეს.

ვთვლი, რომ ეს ჯილდო რობერტ ლევანდოვსკიმ უნდა მიიღოს. თუ პრიზს სხვას გადასცემენ, ეს უსამართლობა იქნება.

მე იმასაც ვფიქრობ, რომ წელს უსამართლოდ არ გაიცა "ოქროს ბურთი", რადგან რობერტი ჩემი და ძალიან ბევრი სხვა ადამიანისთვის ფავორიტი იყო.

იმედი მაქვს, ის ფიფასგან მაინც დაჯილდოვდება და ეს პრიზი მისთვის კომპენსაცია იქნება",
- თქვა ბერბატოვმა.

მომზადებულია Betfair-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ