20 წლის ტალანტის მომავალი კლუბი ცნობილია

AutoSharing Option
უნგრეთის ნაკრებისა და ავსტრიული "ზალცბურგის" 20 წლის ნახევარმცველი დომინიკ სობოსლაი კარიერას გერმანულ "ლაიპციგში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა, მაგრამ ცხადია, არავის გაჰკვირვებია. მოგეხსენებათ, ეს ორივე კლუბი კომპანია "რედ ბულის" მფლობელობაშია.

უახლოეს დღეებში უნგრელი გერმანიაში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ტრანსფერი კი ოფიციალურად 25 დეკემბერს დადასტურდება.

ფეხბურთელის აგენტი მოლაპარაკებებს "არსენალთან", "რეალსა" და "ბაიერნთან" აწარმოებდა. თუმცა, თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ მისი მომავლისთვის უკეთესი "ლაიპციგში" გადასვლა იქნება.

სობოსლაიმ ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 11 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე
გადაცემა გააკეთა. ის 21 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ტოპ 5 ლიგის მიღმა ჩემპიონატებში საგოლე შანსების შექმნის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ეს არის ნიჭიერი 20 წლის ტალანტი და არა ყაზანში მორბენალი კვარაცხელია და გენტში კარიერა დანგრეული ჩაკვე... ასეთი კარგი რო იყოს კვარაცხელია მინიმუმ ზალცბურგში იქნებოდა უკვე ან ბუნდესლიგაში :)
6
რამხელა სხვაობაა ქართველ 20 წლისა და ევფოპელ 20 წლის ტალანტს შორის ფიზიკუ მომზადებაში, უბრალოდ შეხდეთ.
პირობითად ჩაკვეტაძე - სობოსლაი
giggs
15:47 17-12-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული