იარემჩუკმა "გენტი" დააღალატა

AutoSharing Option
ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" ბელგიის ჩემპიონატის მე-19 ტურში გასვლაზე 0:1 დამარცხდა "კორტრიკთან".

მატჩის 22-ე წუთზე "გენტის" უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა უბურთოდ მყოფ მეტოქე გუნდის სერბ მცველს, პეტარ გოლუბოვიჩს ხელი ჰკრა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. ამან თამაშის სურათი შეცვალა და მასპინძლებმა იმარჯვეს.

ასე შეწყდა ჩემპიონატზე "გენტის" სამმატჩიანი მოგებათა სერია.

"გენტი" 25 ქულით მე-9 ადგილზეა და 10 იანვარს სტუმრად "ბეერსხოტს" შეხვდება. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩაკვეტაძე ნაახალწლევს უნდა დაბრუნდეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბიჭმა კიდე რით ვეღარ მოიშუშა ეს ტრავმა, 2 წელია ტრავმა აქვს, რა იყო აბრეზი ესროლეს მუხლებში თუ რა ჭირს ამისთანა?!!!!
მეგრელი
12:19 27-12-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული