მესიმ თავისი და მარადონას სიკვდილის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
33 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ესპანური ტელეკომპანია La Sexta-სთვის მიცემულ დიდ ინტერვიუში თავისი სიკვდილის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

"მინდა თუ არა ისეთი დაკრძალვა, როგორიც მარადონას მოუწყვეს და ვფიქრობ თუ არა სიკვდილზე? არა, არ ვფიქრობ სიკვდილზე და ამ თემის გონებაში გავლებაც არ მინდა.

მარადონას სიკვდილის შესახებ მამაჩემმა მითხრა, სახლში ვიყავი, შემდეგ კი ტელევიზორიც ჩავრთე. არავის სჯეროდა დიეგოს გარდაცვალება, მათ შორის - არ მეც. რაღაც სიგიჟედ ჩანდა.

ვიყავი თუ არა დარწმუნებული, რომ დიეგოს სიკვდილიდან 4 დღეში "ოსასუნას" კარში გავიტანდი? დიახ, ამ
თამაშამდე უგოლო სერია მქონდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ იმ დღეს გავიტანდი. ბოლოს და ბოლოს, ჩემი გოლიც არაფრიდან გავიდა", - თქვა ლეომ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლეო მესისთვის, ჯერ ძალიან ადრეა ამ საზიზღარი შეკითხვის დასმა. ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს შენი თავი ლეო!
ბარსა მესი
16:38 28-12-2020
0
მართალია ძველების ნათქვამია;;; მწიფეს ესროდნენ და მკვახე ცვიოდაო, თუმცა ახალგაზრდა კაცს, რომ შეეკითხები, რომ მოკვდები, როგორ გაგასვენოთ, დუხოი მუზიკით, თუ სკრიპკა და დოლგარმონი გესიამოვნებაო?... ესეთი ჟურნალისტი დასაჭერია, პროვოკაციისათვის...
მართლაც რა შეკიტხვაა ეს? აი ეს არის დემოკრატიული საზოგადოება...
კ ო მ ბ ლ ე
18:31 28-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული