მესიმ თავისი და მარადონას სიკვდილის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
33 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ესპანური ტელეკომპანია La Sexta-სთვის მიცემულ დიდ ინტერვიუში თავისი სიკვდილის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

"მინდა თუ არა ისეთი დაკრძალვა, როგორიც მარადონას მოუწყვეს და ვფიქრობ თუ არა სიკვდილზე? არა, არ ვფიქრობ სიკვდილზე და ამ თემის გონებაში გავლებაც არ მინდა.

მარადონას სიკვდილის შესახებ მამაჩემმა მითხრა, სახლში ვიყავი, შემდეგ კი ტელევიზორიც ჩავრთე. არავის სჯეროდა დიეგოს გარდაცვალება, მათ შორის - არ მეც. რაღაც სიგიჟედ ჩანდა.

ვიყავი თუ არა დარწმუნებული, რომ დიეგოს სიკვდილიდან 4 დღეში "ოსასუნას" კარში გავიტანდი? დიახ, ამ
თამაშამდე უგოლო სერია მქონდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ იმ დღეს გავიტანდი. ბოლოს და ბოლოს, ჩემი გოლიც არაფრიდან გავიდა", - თქვა ლეომ.

ასევე დაგაინტერესებთ