32 წლის უკრაინელი მეკარე მაქსიმ კუჩინსკი 2019 წლის მეორე წრეში ბათუმის "დინამოში" იმყოფებოდა, შემდეგ ლიეტუვის "ტუკუმსში" გადაბარგდა, ახლა კი უკრაინის მეორე ლიგის (რანგით მესამე დივიზიონის ერთ-ერთ ზონაში) "ჩერკაშინაში" ასპარეზობს. "ua-football"-თან მან საქართველოში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
"ერთმა ადამიანმა დამირეკა, რომლის გვარსაც არ დავასახელებ. ოქროს მთებს დამპირდა და ა.შ. ავიწყვიტე, "კარპატისთან" კონტრაქტი არ გავაგრძელე და საქართველოში წავედი, იქ კი აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც იმ ადამიანმა მითხრა. იქ არავინ მელოდა. ხელშეკრულების გასაფორმებლად სინჯების გარეშე მივდიოდი, მე კი მითხრეს, რომ მევარჯიშა.
რატომ არ დავრჩი დიდი ხნით? ინტერნეტში ნახეთ. იქ 5 თვე დავყავი და თამაშის საშუალება არ მომცეს. იქ 8 თვე "ზორიას" ყოფილი გოლკიპერი ლევჩენკო იყო. კიდევ მეკარეს ეძებენ. "კასილიასების" და "ვან დერ სარების" გამოძახება სჭირდებათ და მწვრთნელს შეიძლება მაინც ვერ მოაწონო თავი.
მაგალითად, ცაცია მცველს ეძებდნენ. უკრაინის პრემიერლიგაში ასეთი მინიმუმ ორი ვიცი, კარგი. მე მეუბნებიან, ისინი არ გვაწყობსო. მე კი ვპასუხობ: "მაშინ "ბარსელონაში" ან "რეალში" დარეკეთ. შეიძლება იქ იპოვოთ. მთელ ბათუმის "დინამოს" გაყიდით და ერთ იქაურ ფეხბურთელს შეიძენთ".