სტივენ ჯერარდმა "ოცნების 5-ეული" დაასახელა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ლეგენდარულმა კაპიტანმა და ამჟამად გლაზგოს "რეინჯერსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა თავის 5-კაციან ოცნების გუნდში კრიშტიანო რონალდო არ შეიყვანა და ეს გადაწყვეტილება ჯეიმი კარაგერის პოდკასტში თავისებურად ახსნა.

სტივი თვლის, რომ 5-გზი "ოქროს ბურთის" მფლობელი ერთერთი საუკეთესოა, ვისაც კი ოდესმე ფეხბურთი უთამაშია, თუმცა საკუთარ 5-ეულში გუნდური ფეხბურთელები სურს.

"რამდენიმე ფეხბურთელი არის, რომელიც ყველასთან შედარებით მაღლა დგას, მათ შორის პირველ რიგში მესი და რონალდუ არიან.

თუმცა, რონალდუ ჩემს გუნდში ვერ მოხვდა. მე უფრო იმაზე ვფიქრობ, ვინც გუნდისთვის მეტს გააკეთებდა.

ის რაღაცებს მოიგებდა,
თუმცა მე ინდივიდუალურ ფეხბურთელს გუნდური მოთამაშე მირჩევნია," - თქვა ჯერარდმა.

რონალდუზე უარი თქვა, თუმცა მესი კი ფავორიტ 5-ეულში შეიყვანა. თუმცა, თავისი ფავორიტების ჩამოთვლა ჯანლუიჯი ბუფონისა და პაოლო მალდინით დაიწყო.

შემდეგ კი მკვლელი შეტევისთვის ისეთი ტალანტები აირჩია, როგორებიც ზინედინ ზიდანი და რონალდინიო არიან.

საკუთარი გადაწყვეტილებები კი ასე ახსნა:

"ბუფონი საუკეთესო მეკარეა, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია.

მალდინი კი იმიტომ ავირჩიე, რომ ის ჩემი გმირი იყო. ერთი კლუბის კაცი, უამრავი ევროთასითა და საკმაოდ სიმპატიურიც..

შეტევაში კი სამი საუკეთესო მოთამაშე მეყოლებოდა, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მოედანზე გავსულვარ. ზიდანი, ღმერთო, რაც მას შეეძლო... ზიზუს ფეხები ყოველთვის ბურთს აკონტროლებდა. კი არ დადიოდა, სრიალებდა, ის უბრალოდ ღმერთი იყო, ჩემთვის კი ახირება.

მართალია, რონალდინიომ უმაღლეს დონეზე 2-3 წელი ითამაშა, მაგრამ მოედანზე ისეთ რამეებს აკეთებდა, რომ ფიქრობდი "ამას როგორ ახერხებს?!"

მათ გარდა, სტივიმ როი კინზე, ფრენკ ლამპარდზე, პოლ სკოულზსა და პატრიკ ვიეირაზეც ისაუბრა.

"ლამპარდი როი კინზე უფრო კარგი ბომბარდირი იყო, სკოულზს ორივე შეეძლო, თამაშის ტემპსაც აკონტროლებდა. ვიეირა თავისი დიდი ნაბიჯებით შეუჩერებელი გახლდათ.

მათ ყველას თავისი ხელწერა ჰქონდა, თუმცა როცა კარიერა დავიწყე და ისევ ახალგაზრდა ვიყავი, კინი ყველაზე რთული გამოწვევა მისი ფიზიკური ძალის გამო იყო. ხალხი არ საუბრობს რამდენად კარგი პასი ჰქონდა, რამდენად კარგად აკონტროლებდა ხაზებს.

მომზადებული Sport Bible-ს მიხედვით