ინგლისელმა ლეგენდამ პელეს დასცინა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა, ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა პელეს ლეო მესის "გრანადას" კარში შესრულებული დუბლის შემდეგ "ტვიტერზე" დასცინა.

"ბოლო 2 მატჩში მესიმ 4 გოლი გაიტანა და ახლა პელეს ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რეკორდს მხოლოდ და მხოლოდ 583 ზუსტი დარტყმით ჩამორჩება.

მაგრამ არა, დაიცადეთ, სწორედ ახლახანს იპოვეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც მტკიცდება, რომ პელემ კიდევ 73 გოლი "სანტოსის" 14-წლამდე გუნდში გაიტანა. შესაბამისად, ჩამორჩენა 656 გოლამდე გაიზარდა...

ვიცი, ვიცი, რომ პელე ნამდვილი ლეგენდაა, მაგრამ ცოტა გამხიარულება არ გვაწყენს,"- დაწერა
ლინეკერმა.

ცოტა ხნის წინ, როცა კრიშტიანომ პელეს გადაასწრო, ბრაზილიელი ინსტაგრამის პროფილის აღწერაში გატანილი გოლების ოდენობა გაიზარდა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ