53 წლისაა და პენსიაზე ცოცხალი თავით არ უნდა გასვლა

AutoSharing Option
"იოკოჰამამ" 53 წლის თავდამსხმელ კაძეუსი მიურას დღეს კონტრაქტი 1 წლით გაუგრძელა. ის კარიერაში 35-ე სეზონს ატარებს.

"გუნდის გამარჯვებისთვის მძიმე სამუშაოს ვეწევი. მომავალ წელს იმდენს ვითამაშებ, რამდენსაც შევძლებ", - ამბობს რეკორდსმენი სუპერვეტერანი და 60 წლამდე თამაშის სურვილი აქვს.

მიურამ კარიერა 1986 წელს დიწყო, იაპონიის ჩემპიონატზე დაახლოებით 150 გოლი გაიტანა, ნაკრებში კი მის ანგარიშზე 89 მატჩში 55 გოლია. ეროვნული გუნდის ღირსებას ის 1990-2000 წლებში იცავდა.

ამ სეზონში მიურამ 4 მატჩში მხოლოდ 68 წუთი ითამაშა, მაგრამ დამსახურებულ პენსიაზე გასვლას მაინც არ აპირებს.



მკითხველის კომენტარები / 2 /
1900-2000 წლებში ნაკრებში თამაშობდაო . იმ დროს არათუ ეს ფეღბურთელი . ფეღბურთი ხლარ არსებიბდა იაპონიაში
თომა
09:56 12-01-2021
3
დასაფასებელია ერთი რამის გამო. რომ ვარჯიშობს და ჯანმრთელი ცხოვრების მაგალითს აძლევს სხვებს. 53 წლის ასაკშუ თუ პროფესიულ დატვირთვებს უძლებს კაცი, როგოთ მოქალაქეებს მსუბუქი დატვირთვები არ უნდა გაგვიჭირდეს
საღოლ
01:21 12-01-2021
0

სიახლეები პოპულარული