რატომ სჯობს კრიშტიანო მესის - იოზილის მარტივი პასუხი

AutoSharing Option
სტამბულის "ფენერბახჩეში" გადასასვლელად გამზადებულმა, თუმცა ჯერ კიდევ ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ფანის შეკითხვას უპასუხა, რომელმაც მესისა და რონალდოს შორის საუკეთესოს არჩევა სთხოვა.

"ლეო მესიმ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისაც ესპანეთში უთამაშია.

რონალდო კი ყოველთვის საუკეთესო იყო, ყველა ქვეყანასა და კლუბში, სადაც კი ითამაშა." - დაწერა იოზილმა.

ცნობილი ამბავია, რომ რონალდო ძალიან განაწყენდა, როცა ფლორენტინომ იოზილი "არსენალში" გაუშვა. პორტუგალიელი თვლიდა, რომ მესუთი მისი საუკეთესო მეპასე იყო და ყველაზე უკეთ ესმოდა.

ასევე დაგაინტერესებთ