"გრემიოს" ბავშვთა გუნდმა ბრაზილიის ქალთა ნაკრები გაანადგურა

AutoSharing Option
ბრაზილიის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა, ტოკიოს ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი პროცესის ფარგლებში, "გრემიოს" 16-წლამდელთა გუნდთან ამხანაგური შეხვედრა გამართა.

ბრაზილიური კლუბის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა ქვეყნის ქალთა ეროვნულ გუნდს 6:0 მოუგეს.

ბრაზილიელთა შემადგენლობა არ გასაჯაროებულა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა მარტამ მიიღო, რომელსაც ქალთა "ოქროს ბურთი" 5-ჯერ აქვს მოგებული.

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პია სუნჰარე თამაშით კმაყოფილი დარჩა, რადგან მისი თქმით, ფიზიკურად ძლიერ და სწრაფ ბიჭებთან მატჩის გამართვა გოგონებს უკეთ მომზადებაში დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს ნაკრებს კიმოუგებენ
გრიგოლი1408
20:24 14-01-2021
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული