ბიცანის რეკორდამდე რონალდოს ბევრი უკლია - ამტკიცებენ ჩეხები

AutoSharing Option
ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაცია აცხადებს, რომ ავსტრიისა და ჩეხეთის ნაკრებების ყოფილი თავდამსხმელი იოზეფ ბიცანი გოლების გატანის მაჩვენებლით რეკორდსმენია და "იუვენტუსის" ფორვარდ რონალდოს მისი რეკორდი არ დაუმხია.

გუშინ იტალიის სუპერთასზე რონალდომ "ნაპოლის" კარი დალაშქრა, კარიერაში 760-ე გოლი გაიტანა და გამოცხადდა, რომ ბიცანის რეკორდი დაამხო.

ჩეხები ამტკიცებენ, რომ ბიცანის ანგარიშზე ოფიციალურ მატჩებში გატანილი 821 გოლია. ასე რომ, თუ მათ დავუჯერებთ, რონალდომ ბიცანის რეკორდის დასამხობად კიდევ 62 გოლი უნდა გაიტანოს.

ასევე დაგაინტერესებთ