რუსულ გუნდში მარქს ლენინი ითამაშებს

AutoSharing Option
ბრაზილიაში ხშირად არქმევენ ბავშვებს ცნობილი ადამიანების სახელებს, ხანდახან ორისასაც კი. ასე მაგალითად, ამას წინათ 20 წლის ნახევარმცველი მარქს ლენინ დოს სანტოს გონსალვესი რუსეთის პირველი ლიგის ტოლიატის "აკრონში" ჩაირიცხა.

"ფლამენგოს" ყოფილ ფეხბურთელს სამსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს. გუნდის მწვრთნელმა იგორ პიკუშაკმა განაცხადა, რომ ახალწვეულს აუცილებლად წაიყვანენ ულიანოვსკში, სადაც დაიბადა მსოფლიო პროლეტარიატის დიადი ბელადი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული