"რუსული ფეხბურთი სიბინძურეა" - ამბობს "ალანიას" მეკარე

AutoSharing Option
"ალანიას" მეკარე როსტისლავ სოლდატენკომ რუსული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა.

"რუსული ფეხბურთი სიბინძურეა. ამასაც შევეჯახე. ყველანაირი აგენტები, მაღალი თანამდებობის პირები. სახელებს არ დავასახელებ, რადგან კარიერის დასრულება მომიწევს. მაგალითად - გუნდში მოვიდა ფეხბურთელი, მის უკან კი გავლენიანი ხალხი დგას და ამბობენ: "მან უნდა ითამაშოს. მისი ხელფასი, პირობითად, 15 მილიონი რუბლია, 5 მლნ მას, 7 მლნ ჩვენ, დანარჩენი მწვრთნელს, იმისათვის, რომ ათამაშებს". ყველგან ასე არაა, მაგრამ მრავალ გუნდში ხდება. ვინც უკეთესია, ვინც მეტს შრომობს, სათადარიგოთა სკამზე ზის. ფეხბურთი ჩვენი ხალხისთვის ბიზნესია, ამ სიტყვის ცუდი
გაგებით. ასე აკეთებენ ფულს.

ახლა ბევრია გუბერნატორების გუნდი - რეგიონებში, სადაც უცბად ფეხბურთი საჭირო გახდა. ფეხბურთით ფული თეთრდება. ვერ გავიგე, ხელფასებს რატომ აგვიანებენ", - ციტირებს სოლდატენკოს Sports.ru.