ქვილითაიამ ქეცბაიას "გენტის" ნახევარმცველის "ანორთოსისში" გადაყვანა ურჩია

AutoSharing Option
"გენტის" შემტევმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა რომან ბეზუსმა შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს, - იტყობინება რადიო "პოლიტისი".

"გენტიდან" იჯარის წესით გადასულმა თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ბეზუსს რეკომენდაცია "ანორთოსისის" მწვრთნელთან, თემურ ქეცბაიასთან გაუწია. ეს საკითხი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში გადაწყდება.

"ბეზუსი" "გენტში" 2019 წელს "სენტ-ტრუიდენიდან" გადაბარგდა, კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ბელგიის ჩემპიონატის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მას უკრაინის ნაკრებში 23 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლოგიკურად უკრაინის პატრიოტიც ყოფილა ქეცბაია!
gabo
20:02 29-01-2021
1

სიახლეები პოპულარული