"გენტის" შემტევმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა რომან ბეზუსმა შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს, - იტყობინება რადიო "პოლიტისი".
"გენტიდან" იჯარის წესით გადასულმა თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ბეზუსს რეკომენდაცია "ანორთოსისის" მწვრთნელთან, თემურ ქეცბაიასთან გაუწია. ეს საკითხი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში გადაწყდება.
"ბეზუსი" "გენტში" 2019 წელს "სენტ-ტრუიდენიდან" გადაბარგდა, კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ბელგიის ჩემპიონატის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"ბეზუსი" "გენტში" 2019 წელს "სენტ-ტრუიდენიდან" გადაბარგდა, კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ბელგიის ჩემპიონატის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მას უკრაინის ნაკრებში 23 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.