მბაპეს დასამატებლად პერესმა ჭკვიანური გეგმა შეიმუშავა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ კილიან მბაპეს ფასმა რამდენიმე მილიონით მოიმატა. 

ფრანგი შემტევის დამატების მთავარი ფავორიტი მადრიდის "რეალი" გახლდათ, თუმცა საქმეში "ლივერპულიც" ჩაერთო. კილიანს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. თუ მბაპე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა მის გაყიდვას 200 მილიონ ევროდ შეეცდება.

Daily Mail-ის ცნობით, "რეალი" და "ლივერპული" ფრანგის დამატების მთავარი ფავორიტები არიან. მბაპეს სატრანსფერო ღირებულება მადრიდელებს აყოვნებთ, თუმცა ესპანური კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სხვა გეგმა შეიმუშავა. კილიანის კერპი "რეალის" ყოფილი შემტევი კრიშტიანო რონალდო
გახლავთ, პერესი კი მას 7-ნომრიან მაისურს მისცემს, რაც ფეხბურთელისთვის დამატებითი სიამოვნება იქნება. ფლორენტინოს აზრით, ფეხბურთელი ამაზე უარს არ იტყვის და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი "რეალის" შემადგენლობაში აღმოჩნდება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altმბაპე ინგლისში? ფრანგის დამატება იურგენ კლოპს სურს

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დაჯაბნილი "ბარსა" და "ლაიპციგი" - "ლივერპული" და პსჟ ცალი ფეხით მეოთხედფინალში არიან [VIDEO]


ასევე დაგაინტერესებთ