ლიონელ მესიმ ბრაზილიელს პატარა შეტყობინება გაუგზავნა, რითაც გვერდში დგომა დაანახა.
"რონი, სიტყვები არ მყოფნის, ვერ ვიჯერებ... მინდა ძლიერად იყო... გეხვევით მთელ ოჯახს. ვწუხვარ შენი დანაკარგისთვის, მშვიდობით განისვენოს..." - მისწერა არგენტინელმა.
რონალდინიოს ასევე იმ კლუბებმა მიუსამძიმრეს, სადაც ის თამაშობდა და მისი ფანტასტიკური ტექნიკით ხალხს თავს მარტივად აყვარებდა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით