"რონი, სიტყვები არ მყოფნის..." - ლიონელ მესი სამწუხარო სიახლეს გამოეხმაურა

AutoSharing Option
გუშინ, 21 თებერვალს, ბრაზილიელი ლეგენდის, რონალდინიოს დედა დონა მიგუელინა 71 წლის ასაკში, კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. 

ლიონელ მესიმ ბრაზილიელს პატარა შეტყობინება გაუგზავნა, რითაც გვერდში დგომა დაანახა. 

"რონი, სიტყვები არ მყოფნის, ვერ ვიჯერებ... მინდა ძლიერად იყო... გეხვევით მთელ ოჯახს. ვწუხვარ შენი დანაკარგისთვის, მშვიდობით განისვენოს..." - მისწერა არგენტინელმა. 

რონალდინიოს ასევე იმ კლუბებმა მიუსამძიმრეს, სადაც ის თამაშობდა და მისი ფანტასტიკური ტექნიკით ხალხს თავს მარტივად აყვარებდა. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით



ასევე დაგაინტერესებთ